logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ინკლუზიური განათლების პრობლემებზე პარლამენტში შეხვედრა გაიმართა
ინკლუზიური განათლების პრობლემებზე პარლამენტში შეხვედრა გაიმართა
21:44 05.03.2018
საქართველოს პარლამენტის წევრის, №6 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის მაჟორიტარი დეპუტატის, ლევან გოგიჩაიშვილის ინიციატივით დღეს პარლამენტში საჯარო შეხვედრა გაიმართა ინკლუზიური განათლების საკითხებზე და ამ სფეროში არსებულ პრობლემებზე.

ინკლუზიური განათლების განვითარების ხელშეწყობისათვის, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო „განსაკუთრებული საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე ბავშვთა სპეციალური დაწესებულებების ხელშეწყობის შესახებ“ დამტკიცებული პროგრამის ფარგლებში მხარდაჭერას უწევს სისტემაში არსებულ 8 სკოლა - პანსიონს.

სწორედ ზემოხსენებული პროგრამით გათვალისწინებულ ღონისძიებებზე, განსაკუთრებული საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე ბავშვთა სპეციალური დაწესებულებების (სკოლა-პანსიონების) საჭიროებებზე, მათ შორის სკოლების ინფრასტრუქტურულ განვითარებასა და სოციალური ხასიათის მქონე სხვა პრობლემებზე იმსჯელეს შეხვედრაზე, რომელშიც მონაწილეობდნენ პარლამენტის წევრები, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენლები, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატები, საქართველოში არსებული სკოლა-პანსიონების დირექტორები და ამავე სკოლების პედაგოგები.

სფეროში არსებულ პრობლემებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს ღონისძიების ინიციატორმა, პარლამენტის წევრმა ლევან გოგიჩაიშვილმა, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა, პარლამენტის განათლების, მეცნიერებისადა კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ მარიამ ჯაშმა, პარლამენტის მაჟორიტარმა წევრებმა ბექა ოდიშარიამ და გენადი მარგველაშვილმა. ინკლუზიური განათლების შესახებ პრეზენტაცია გამართა ინკლუზიური განათლების განვითარების სამმართველოს ხელმძღვანელმა ეკატერინე დგებუაძემ.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, მთელი სიმწვავით დგას ინფრასტრუქტურის პრობლემა და პირველ და გადაუდებელ ამოცანას წარმოადგენს ბავშვებისა და მასწავლებლების უსაფრთხოება. განსაკუთრებით ავარიულია თბილისის 202-ე და 203-ე სკოლებისშენობები.

მარიამ ჯაშის განცხადებით, ინკლუზიური განათლება დღეს ნამდვილად პრიორიტეტს წარმოადგენს და ამ პროცესში უკვე 7 ათასამდე ბავშვია ჩართული, ეს რიცხვი ყოველწლიურად იზრდება, თუმცა პრობლემები არის და ინფრასტრუქტურის გარდა ეს უკავშირდება სხვადასხვა საკითხებს, მათ შორის, სპეცპედაგოგებსაც. მისი თქმით, შემუშავებულია რეკომენდაციების პაკეტი და სპეცპედაგოგების პროფესიული განვითარების კუთხით ცვლილებები იგეგმება. კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, პარლამენტის საგაზაფხულო სესიაზე აუცილებლად განახორციელებენ კონკრეტულ ცვლილებებს. აღსანიშნავია, რომ სამინისტროში სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმაზე მუშაობენ, საბოლოოდ უნდა შეიქმნას მოსწავლის საჭიროებაზე ორიენტირებული მოდელი.

„ვცდილობთ, რომ მაქსიმალურად ბევრი გავაკეთოთ სპეციალური საგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის, საჭიროებების მქონე პატარებისა და მათი ოჯახებისათვის. ჩვენი სურვილია, ოდნავ მაინც შევუმსუბუქოთ მდგომარეობა განსაკუთრებული საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე ბავშვებს, მათ ოჯახებს. ინფრასტრუქტურის საჭიროებებთან ერთად, ასევე აუცილებელია მასწავლებელთა კადრის შენარჩუნება, რომლებიც ფაქტობრივად, ენთუზიაზმზე მუშაობენ, უნდა დარეგულირდეს მათი შრომითი ანაზღაურება და ა.შ.“, - განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა. მისივე თქმით, საჭიროა, რომ ამ მიმართულებას მომავალში საგრძნობლად მეტი დაფინანსება გამოეყოს.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ხარისხიანი ინკლუზიური განათლება ხელმისაწვდომი უნდა იყოს ყველა სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვისათვის, ამასთანავე ამ დარგს საერთო თანამდგომა სჭირდება და ამ მიმართულებით ძალისხმევა უნდა გააერთიანონ როგორც საკანონმდებლო და აღმასრულებელმა ხელისუფლებამ, ასევე ადგილობრივმა თვითმმართველობებმა.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა