logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
ლევან უჯმაჯურიძე: ამ ეტაპზე აზიური ფაროსანას ბიოლოგიური მტრის შემოყვანა არ იგეგმება
ლევან უჯმაჯურიძე: ამ ეტაპზე აზიური ფაროსანას ბიოლოგიური მტრის შემოყვანა არ იგეგმება
13:06 05.03.2018

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორის,

ლევან უჯმაჯურიძის განცხადებით, აზიური ფაროსანას ბიოლოგიური მტრის, კრაზანას შემოყვანა არ იგეგმება.
ამის შესახებ უჯმაჯურიძემ ჟურნალისტებთან გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, სადაც ზიური ფაროსანას ბიოლოგიური მტრის შესაძლო შემოყვანის საკითხზე ისაუბრა.
მან მედიის წარმომადგენლებს უწყების მიერ ინვაზიურ მწერთან ბრძოლისთვის განხორციელებული და დაგეგმილი ღონისძიებები გააცნო.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, ლევან დავითაშვილის გადაწყვეტილებით, აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის ღონისძიებების ეფექტიანობის გაზრდის მიზნით, გასულ წელს მავნე ორგანიზმების წინააღმდეგ ბრძოლის სამეცნიერო-საკონსულტაციო ჯგუფი შეიქმნა, რომელმაც აზიურ ფაროსანას ბიოლოგიური მტრის შესაძლო შემოყვანის საკითხი უნდა გამოიკვლიოს, ამ მიმართულებით სხვა ქვეყნების გამოცდილება გაიზიაროს და საქართველოს პირობებს მოარგოს. სამუშაო-საკონსულტაციო ჯგუფში სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის, სურსათის ეროვნული სააგენტოს, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის და საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის სპეციალისტები არიან გაერთიანებული.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გადაწყვეტილებით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ანასეულში, ნიადაგისა და სურსათის დიაგნოსტიკის ცენტრში დაიგეგმა ბოილოგიური ლაბორატიის მოწყობა, სადაც მეცნიერები აღნიშნულ საკითხებზე იმუშავებენ.
სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი აქტიურად თანამშრომლობს როგორც ქართველ, ისე უცხოელ მეცნიერებთან. ცენტრი მარტის თვის ბოლომდე მზად არის თითოეული ქართველი მეცნიერის მოსაზრებები და წინადადებები მოისმინოს აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის ღონისძიებების გატარებაზე.
აღსანიშნავია, რომ 15 თებერვალს სურსათის ეროვნულმა სააგენტომ დაარეგისტრირა ქართული წარმოების ბიოლოგიური პრეპარატი „ბიოინსექტ 2“ აზიური ფაროსანას წინააღმდეგ თხილის და სიმინდის კულტურებში გამოყენებისთვის. ამ ეტაპზე მიმდინარეობს პერეპარატის ფართოდ გამოცდა.


ბიოაგენტების მოძიების მიზნით სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის წარმომადგენლები შვეიცარიაში, კერძოდ, ქ. დელემონში, სოფლის მეურნეობისა და ბიომეცნიერებების საერთაშორისო ცენტრში (CABI) იმყოფებოდნენ, სადაც აზიური ფაროსანას სხვადასხვა ბიოაგენტებზე მიმდინარეობს მეცნიერული კვლევები. სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, არაერთი შეხვედრა გაიმართა აზიური ფაროსანას სხვადასხვა ბიოლოგიური მტერის მორფოლოგიის, მისი გამრავლებისა და ბიოკონტროლის სისტემაში გამოყენების საკითხებზე. ქ.დელემონის სოფლის მეურნეობისა და ბიომეცნიერებების საერთაშორისო ცენტრი მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი ცენტრია, რომელიც აღნიშნული მიმართულებით მსოფლიოს სხვადასხვა უნივერსიტეტსა და სამეცნიერო ორგანიზაციასთან თანამშრომლობს.
8 მარტს დაგეგმილია სამეცნიერო სამუშაო შეხვედრა: “აზიური ფაროსანა (Halyomorpha halys) - გლობალური გამოწვევა, საერთაშორისო გამოცდილება და პრობლემების გადაწყვეტის საუკეთესო გზები. აღნიშნული ღონისძიება დაგეგმილია შშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს „საქართველოს სასოფლო-სამეურნეო წარმოების ეფექტიანობის აღდგენის პროექტი“ (USAID /REAP) მიერ და ღონისძიების მიზანია ხელი შეუწყოს აშშ-სა და ქართველ მეცნიერებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას ინვაზიური მწერის, აზიური ფაროსანას მონიტორინგის, მართვისა და კონტროლის სფეროში სამეცნიერო ინფორმაციის, მოსაზრებების, ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას.



 

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა