საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული ინტენსიური გაწმენდითი სამუშაოების
შედეგად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის წესი-ურავის საავტომობილო გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
შეგახსენებთ, რომ დღეს დილით წესი-ურავის საავტომობილო გზის კმ4-კმ5 მონაკვეთზე დიდი მოცულობის კლდოვანი მასის ჩამოსვლის გამო, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა.

















