სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 3 მარტიდან, მდინარე ვერეზე მდებარე საფეხმავლო ხიდი გადაიკეტება.
საფეხმავლო ხიდის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია პროექტის მიხედვით მოიცავს საფარის გამოცვლას, ბურჯების გამაგრებას, გარდამავალი ფილის განახლებას, მოაჯირების შეღებვასა და განათების სისტემის რეაბილიტაციას.
სარეაბილიტაციო სამუშაოებს, ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „გრუპო პონტე“ აწარმოებს. პროექტი 4 თვე გასტანს და მისი ღირებულება 515 515 ლარია.

















