საქართველოს ეროვნული ბოტანიკურ ბაღში, დღეს, 3 მარტს ღონისძიება "მოდი ბაღში
დედასთან ერთად" გაიმართება.
დედის დღესთან დაკავშირებული ღონისძიების ფარგლებში მოეწყობა ნინო ჩაკვეტაძის ფერწერული ნამუშევრების გამოფენა. ასევე მოეწყობა ბერი ანდრიას ფონდის ბენეფიციართა ხელნაკეთი ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა. ჩატარდება ზალიკო სულაკაურის ხატვის გაკვეთილი.
ღონისძიება 12:00 საათზე დაიწყება.

















