logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატთა შესარჩევი საპარლამენტო საკონკურსო კომისიის სხდომა გაიმართა
საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატთა შესარჩევი საპარლამენტო საკონკურსო კომისიის სხდომა გაიმართა
21:07 01.03.2018
საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის-მეურვეობის კანდიდატთა შესარჩევმა საპარლამენტო საკონკურსო კომისიამ, დღეს, პირველი სხდომა გამართა და საორგანიზაციო საკითხები განიხილა.
9 წევრისაგან შემდგარი საკონკურსო კომისიის სხდომაზე, კომისიის თავმჯდომარედ „მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის“ დირექტორი თინათინ რუხაძე, ხოლო კომისიის მდივნად „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ მედიაპროგრამების მენეჯერი მამუკა ანდღულაძეიქნენ არჩეული.
საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის-მეურვეობის კანდიდატთა შესარჩევმა საპარლამენტო საკონკურსო კომისიამ, დღესვე, კომისიის დებულება შეიმუშავა, რომელსაც პარლამენტის ბიურო დაამტკიცებს.
16 თებერვალს, პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის ბრძანებით გამოცხადებული საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრთა − მეურვეთა კანდიდატურების შესარჩევი ღია კონკურსის საფუძველზე უნდა შეირჩეს სამეურვეო საბჭოს 4 წევრის-მეურვის კანდიდატურა. კანდიდატთა შერჩევის შემდეგ, საკონკურსო კომისია წარადგენს ასარჩევზე სულ ცოტა სამჯერ მეტ კანდიდატურას.
საკონკურსო კომისიის თავმჯდომარემ, თინათინ რუხაძემ შეხვედრის კომენტირებისას განაცხადა, რომ მეურვეობის კანდიდატთა წარდგენის თაობაზე განაცხადები წარდგენილი უნდა იქნეს 2018 წლის 3 მარტის ჩათვლით, ხოლო საკონკურსო კომისია მეურვეობის კანდიდატებს შეარჩევს კანდიდატურების წარდგენის ვადის ამოწურვიდან 10 კალენდარული დღის ვადაში.
მეურვეობის კანდიდატი უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე, საზოგადოებრივი აღიარებისა და ნდობის მქონე პირი. მას უნდა ჰქონდეს მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი და არანაკლებ 10 წლის მუშაობის გამოცდილება, მათ შორის, სულ ცოტა 5 წლისა – ჟურნალისტიკის, ადამიანის უფლებათა დაცვის, საფინანსო, ელექტრონული კომუნიკაციების, სახელოვნებო, სამწერლო ან/და სამეცნიერო-პედაგოგიურ სფეროში.
საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის - მეურვეობის კანდიდატთა შესარჩევი საპარლამენტო საკონკურსო კომისიის შემადგენლობა პარლამენტმა 23 თებერვლის პლენარულ სხდომაზე დაამტკიცა.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა