logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
კახა კალაძე: ევროკავშირის ნახევარმილიონიანი გრანტი ბიზნეს აქსელერატორის შექმნას მოხმარდება
კახა კალაძე: ევროკავშირის ნახევარმილიონიანი გრანტი ბიზნეს აქსელერატორის შექმნას მოხმარდება
20:52 01.03.2018
თბილისის მერიამ მოიპოვა ნახევარი მილიონი ევროს ოდენობის გრანტი, რომელიც ბიზნეს აქსელერატორის შექმნას მოხმარდება, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ საქმიანობის 100 დღის ანგარიშის პრეზენტაციაზე განაცხადა, სადაც სხვა საკითხებთან ერთად, ეკონომიკური პოლიტიკის მიმართულებაზეც ისაუბრა.

„ეკონომიკური პოლიტიკა ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულებაა. მოვიპოვეთ ევროკავშირის ნახევარმილიონიანი გრანტი, რომელიც ბიზნეს აქსელერატორის შექმნას მოხმარდება. მაქსიმალურად შევუწყობთ ხელს სტარტაპებს. ძალიან ბევრ ახალგაზრდას აქვს სურვილი, ბიზნესი წამოიწყოს. შესაბამისად, ეს თანხა მათ გადამზადებას მოხმარდება, რათ მივცეთ სწორი მიმართულება, რომ თავიანთი ბიზნეს პროექტები განახორციელონ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, თბილისის მერია შეუერთდა ინიციატივას „მერები ეკონომიკური ზრდისთვის“, რომლის ფარგლებშიც, ქალაქის ეკონომიკური სტრატეგიის დოკუმენტის შემუშავება დაიწყო.

ამასთან, თბილისის მერის განცხადებით, გამგეობებში შეიქმნა ახალი მიმართულება, რომელიც ეკონომიკის განვითარებაზე ორიენტირებული პროგრამების გაძლიერებას, მოქალაქეთა ჩართულობის ზრდას, ასევე, მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობას ისახავს მიზნად.

„პირველი ძალიან საინტერესო პროექტი, რომელიც მოსახლეობას წარვუდგინეთ არის „შენი იდეა ქალაქის მერს“. ძალიან ბევრი ადამიანია დაინტერესებული, კონკრეტული პროექტები, ხედვები წარმოადგინოს, თუ რა შეიძლება განხორციელდეს დედაქალაქში. შესაბამისად, შეიქმნა ეს პლატფორმა, სადაც მოქალაქეებს სახლიდან გაუსვლელად შეუძლიათ, კონკრეტული პროექტები დედაქალაქის მერს ელექტრონულად წარმოუდგინონ. წარმოდგენილი პროექტებისთვის ხმის მიცემა ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია. ხმის მიცემის შემდეგ, აღნიშნულ პროექტებს განვიხილავთ და ვიმსჯელებთ, როგორ შევუწყოთ ხელი კონკრეტული პროექტის განხორციელებას“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა