logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
 კახა კალაძე: გარემოს დაცვის სამსახური აღმასრულებლის გარდა, პოლიტიკის განმახორციელებელიც გახდა
კახა კალაძე: გარემოს დაცვის სამსახური აღმასრულებლის გარდა, პოლიტიკის განმახორციელებელიც გახდა
18:32 01.03.2018
დედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადებით, თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური აღმასრულებლის გარდა, პოლიტიკის განმახორციელებელიც გახდა.

ამის შესახებ კალაძემ საზოგადოებისთვის საქმიანობის 100 დღის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

მისი თქმით, სტრუქტურული რეფორმის შედეგად, მშენებლობის ნებართვის აღების დროს, პროცესში გარემოს დაცვის სამსახური თავიდანვე ჩაერთვება. ასევე, სავალდებულო ხდება ნებართვის აღების პროცესში სატრანსპორტო საქალაქო სამსახურის ჩართვაც.

„მშენებლობის ნებართვის მისაღებად, სავალდებულო ხდება დენდროლოგიური პროექტის შეთანხმება. ნებართვის აღების დროს, მშენებელს ასევე, აქვს ვალდებულება, კონკრეტული ადგილის გამწვანების ვალდებულებაც აიღოს. სავალდებულო ხდება ნარგავების არამარტო გაშენება, არამედ მათი მოვლა-პატრონობაც. გამწვანებას ჩვენი მხრიდან განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა, რადგან ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ქალაქში არსებული ეკოლოგიური მდგომარეობა გავაუმჯობესოთ“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

კახა კალაძემ საქმიანობის 100 დღის ანგარიშის პრეზენტაციისას ყურადღება ასევე, განათლების, კულტურის, ჯანსაღი ცხოვრების წესისა და ახალგაზრდობის პოლიტიკის გაუმჯობესების მიმართულებით დაგეგმილ პროექტებზე გაამახვილა. მისი თქმით, შენდება ორი ახალი სპორტული და ერთი მულტიფუნქციური სპორტული ცენტრი, უახლოეს პერიოდში კი, ვარკეთილსა და დიდ დიღომში ორი ახალი მულტიფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყება.

„სოციალურად დაუცველი სტუდენტების დაფინანსება გაიზარდა. ჩვენ ყველანაირად ხელი უნდა შევუწყოთ იმ ადამიანებს, ვისაც ყველაზე მეტად უჭირთ, ჩვენი თანადგომა ყველაზე მეტად სჭირდება. საბოლოო ჯამში, ასეთი პროექტები დედაქალაქის ათივე რაიონში განხორციელდება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისი თქმით, შემუშავდა გამგეობების მიერ სამედიცინო მომსახურებისა და მედიკამენტების დაფინანსების წესი. ჯანდაცვის პროგრამებს კი, ღვიძლის ტრანსპლანტაციისა და ფარისებრი ჯირკვლის კიბოს მართვის პროგრამები დაემატა.

კახა კალაძის განცხადებით, საცხოვრებელი ფართები დაუკანონდა 280 ოჯახს. აღნიშნული პროცესი კი, მომავალშიც გაგრძელდება.

თბილისის მერის საქმიანობის 100 დღის ანგარიში შვიდ ძირითად მიმართულებას - ურბანული განვითარების, სატრანსპორტო, სოციალური, ეკონომიკური, ეკოლოგიური, განათლების, კულტურის, ჯანსაღი ცხოვრების წესისა და ახალგაზრდობის, ასევე, მართვის პოლიტიკას მოიცავს.

ეროვნული მუზეუმის ეზოში გამართულ პრეზენტაციას თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის, გამგეობების, საკრებულოსა და საკანონმდებლო ორგანოს, დიპლომატიური კორპუსისა და საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.









FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა