logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
 კახა კალაძემ საზოგადოებას ურბანული პოლიტიკის მიმართულებით განხორციელებული და დაგეგმილი ცვლილებები გააცნო
კახა კალაძემ საზოგადოებას ურბანული პოლიტიკის მიმართულებით განხორციელებული და დაგეგმილი ცვლილებები გააცნო
18:17 01.03.2018
თბილისის მერმა კახა კალაძემ მერობის 100 დღის შემაჯამებელ ღონისძიებაზე საზოგადოებას ურბანული პოლიტიკის მიმართულებით განხორციელებული ცვლილებები დეტალურად გააცნო და ცენტრალურ ხელისუფლებას მერიის მიერ დაგეგმილი პროექტების მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

კახა კალაძის განცხადებით, ძველ თბილისში მასშტაბური პროექტების განხორციელება დაიწყო. მათ შორის, ორბელიანისა და გუდიაშვილის მოედნების სარეაბილიტაციო სამუშაოები.

თბილისის მერის თქმით, პროექტებზე საერთო ჯამში 102 მილიონი ლარი დაიხარჯება. ორბელიანის მოედნის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარე წლის ნოემბერში, გუდიაშვილის მოედნის რეაბილიტაცია კი, მომდევნო წლის დასაწყისში დასრულდება.

„ზოგადად, ძველი თბილისის რეაბილიტაცია ჩემს საარჩევნო პროგრამაშიც ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი იყო. მომდევნო წლების განმავლობაში, ამ მიმართულებით დაახლოებით, 500 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება“ - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა ყურადღება გაამახვილა ასევე, ხარისხის კონტროლის მექანიზმებზე და აღნიშნა, რომ საკითხი საკანონმდებლო დონეზე დარეგულირდება. კახა კალაძის განცხადებით, ხარისხის კონტროლი პროექტის დასაწყისიდანვე განხორციელდება და ექსპერტიზის ჩატარება პროექტის დასრულების შემდეგ სავალდებულო იქნება.

„ჩვენ რამდენიც არ უნდა ვისაუბროთ განვითარებაზე, წინსვლაზე, აღმშენებლობაზე, თუ არ იქნა ეს ყველაფერი ხარისხიანად შესრულებული, მერწმუნეთ, რომ კაპიკი ექნება იმ პროექტებს ფასი, რომლებსაც ჩვენ განვახორციელებთ. შესაბამისად, ამ მიმართულებით მიდგომებს ყველა დონეზე ვამკაცრებთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის თქმით, გამკაცრდება ასევე, რეგულაციები სამშენებლო უსაფრთხოების თვალსაზრისით. კახა კალაძემ აღნიშნული მიმართულებით თანამშრომლობისთვის საკანონმდებლო მადლობა გადაუხადა.

„მკაცრად გაკონტროლდება სამშენებლო უსაფრთხოების სტანდარტები. ჩვენ ამ მიმართულებით დავიწყეთ მუშაობა. გარკვეული საკანონმდებლო ცვლილებები გვაქვს. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და პარლამენტს თანამშრომლობისთვის მადლობა გადავუხადო. ცვლილებები, რომელიც კანონში ამ მიმართულებით შედის, მნიშვნელოვანია. ჩვენ გვაქვს ძალიან ბევრი სამწუხარო ფაქტი, როდესაც მშენებლობებზე ადამიანები იღუპებიან, რასაც ვერ შევეგუებით. შესაბამისად, ვამკაცრებთ რეგულაციებს, რათა მშენებლობებზე დასაქმებული მოქალაქეების უსაფრთხოება დაცული იყოს“ - განაცხადა კახა კალაძემ.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა