logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
 კახა კალაძე: სტრუქტურული რეფორმის მიზანი მოქალაქეებზე ორიენტირებული მოქნილი მმართველობის განხორციელებაა
კახა კალაძე: სტრუქტურული რეფორმის მიზანი მოქალაქეებზე ორიენტირებული მოქნილი მმართველობის განხორციელებაა
17:48 01.03.2018
დედაქალაქის მერი კახა კალაძე საზოგადოებას საქმიანობის 100 დღის ანგარიშს აცნობს.

ანგარიში დედაქალაქში ბოლო სამი თვის განმავლობაში განხორციელებულ მნიშვნელოვან პროექტებსა და ცვლილებებს ეხება.

დედაქალაქის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, საქმიანობის ანგარიში შვიდ ძირითად მიმართულებას - ურბანული განვითარების, სატრანსპორტო, სოციალური, ეკონომიკური, ეკოლოგიური, განათლების, კულტურის, ჯანსაღი ცხოვრების წესისა და ახალგაზრდობის, ასევე, მართვის პოლიტიკას მოიცავს.

„ჩემი მიზანია, განვახორციელოთ საფუძვლიანი და არა ფასადური ცვლილებები. სწორედ ამიტომ, დავიწყეთ თითოეული მიმართულების ანალიზით, რათა მტკიცებულებებზე დაფუძნებით შეგვემუშავებინა და გაგვეტარებინა დედაქალაქის მერიის და მისი თითოეული სამსახურის პოლიტიკა და სტრატეგია. განვახორციელეთ სტრუქტურული რეფორმა, რომლის მიზანიც მოქალაქეებზე ორიენტირებული მოქნილი მმართველობის განხორციელებაა. ასევე, დავიწყეთ და გამოვაცხადეთ რეორგანიზაცია, რომელიც უკვე დასრულდა, თუმცა სსიპ-ებში, ა(ა)იპ-ებში და შპს-ებში მეორე ეტაპი იწყება, რომელიც ასევე, ღიად და გამჭვირვალედ განხორციელდება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, რეფორმის შედეგად, შეიქმნა ურბანული განვითარების სამსახური, რომელიც ქალაქის სწორ ურბანულ განვითარებაზე იქნება ორიენტირებული. აღნიშნულ სამსახურში დედაქალაქის განვითარების პოლიტიკის შემუშავება მოხდება.

„აღნიშნული სამსახურის არსებობა ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ ქალაქი უნდა განვავითაროთ, ავაშენოთ, მაგრამ ეს ყველაფერი უნდა გავაკეთოთ სწორად და ხარისხიანად. ასევე, გაძლიერდა გარემოს დაცვის მიმართულება, რომელიც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია, რათა „მწვანე ქალაქის“ კონცეფცია განვავითაროთ და არსებული ეკოლოგიური მდგომარეობა გავაუმჯობესოთ“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

კახა კალაძის განცხადებით, ბოლო პერიოდის განმავლობაში, ასევე, განხორციელდა ბინათმესაკუთრებათა ამხანაგობის დაფინანსების რეფორმა. აღნიშნული მიმართულებით კი, დაახლოებით, 30 მლნ ლარი დაიხარჯება.

„დღემდე, გარკვეული პროექტების განხორციელება შესაძლებელი იყო მხოლოდ 10-20%-იანი თანადაფინანსებით. ეს ყველაფერი პირდაპირი მოლაპარაკების გზით, ტენდერის გარეშე ხდებოდა, რაც ჩვენ ავკრძალეთ. ამიერიდან, ჩვენი მხრიდან 100%-ით დაფინანსება მოხდება და ყველა პროექტზე ტენდერი გამოცხადდება“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერის საქმიანობის 100 დღის ანგარიში შვიდ ძირითად მიმართულებას - ურბანული განვითარების, სატრანსპორტო, სოციალური, ეკონომიკური, ეკოლოგიური, განათლების, კულტურის, ჯანსაღი ცხოვრების წესისა და ახალგაზრდობის, ასევე, მართვის პოლიტიკას მოიცავს.







FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა