ჩვილთა 23-ე საყოველთაო ნათლობა 13 ივლისს, სვეტიცხოვლობის დღესასწაულზე სამების საკათედრო ტაძარში გაიმართება.
როგორც „ნიუსპრესს“ საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდული ცენტრიდან „ძლევაი“ აცნობეს, პატრიარქის ნათლული 500-მდე ჩვილი გახდება.
მათი ინფორმაციით, ნათლობა 16:30 საათზე დაიწყება, რის შემდეგაც ტაძარში პატრიარქი მიბრძანდება და ნათლულებს დალოცავს.
ჩვილთა 22-ე საყოველთო ნათლობის პირველი ეტაპი 22 აპრილს, კვირაცხოვლობის დღესასწაულზე გაიმართა, რომელზეც პატრიარქის ნათლულთა რიცხვს კიდევ 424 ჩვილი შეემატა. მეორე ეტაპზე კი - გიორგობის დღესასწაულზე, ილია II-ის ნათლული 460 ჩვილი გახდა.
სულ უწმინდესს 11 401 ნათლული ჰყავს. ისინი ჯვარდაწერილი ოჯახების მე-3 და შემდეგი შვილები არიან.
ჩვილთა პირველი საყოველთაო ნათლობა ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში 2008 წლის 19 იანვარს შედგა.

















