თბილისში თევდორე მღვდლის ქუჩაზე დამწვარ სავაჭრო ცენტრ „თერგში“ მოვაჭრეებს, სავარაუდოდ, დღეს
შეუშვებენ.
დაზარალებულები ამ დრომდე სავაჭრო ცენტრის მიმდებარედ არიან შეკრებილები.
შესაძლოა ისინი დღეს ბაზრის ადმინისტრაციის ხელმძღვანელობასაც შეხვდნენ. ადმინისტრაციამ დაზარალებულებს ალტერნატიული სავაჭრო ფართის გამოყოფის შესახებ უნდა მიაწოდოს ინფორმაცია.

















