logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
კახა კალაძე: ფასადებზე არაქართულენოვანი წარწერების გამოყენება სერიოზული პრობლემაა, ქართულ ენას პატივი უნდა ვცეთ
კახა კალაძე: ფასადებზე არაქართულენოვანი წარწერების გამოყენება სერიოზული პრობლემაა, ქართულ ენას პატივი უნდა ვცეთ
12:53 26.02.2018
თბილისის მერის განცხადებით, „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევისთვის საჯარიმო სანქციები გამკაცრდება. ამის შესახებ კახა კალაძემ ახვლედიანის ქუჩაზე განაცხადა, სადაც კაფეებისა და ბარების ფასადებზე დარღვევით განთავსებულ წარწერებთან დაკავშირებით, თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურს შესაბამისი მითითება მისცა.

კახა კალაძის თქმით, აღნიშნული საკითხის მოგვარება მისი წინასაარჩევნო დაპირება იყო და ამ მიმართულებით, მუშაობა საკანონმდებლო დონეზე გაგრძელდება.

„ფასადებზე არაქართულენოვანი წარწერების გამოყენება სერიოზული პრობლემაა, რომელსაც დღეს, დედაქალაქში ვაწყდებით. ამას წინასაარჩევნოდაც ვამბობდი და ახლაც გავიმეორებ, რომ ამ მიმართულებას ძალიან დიდ ყურადღებას მივაქცევთ და მკაცრი ვიქნებით. დღესვე დავავალე ზედამხედველობის სამსახურს, რომ დაიწყონ მითითებები, ყველა მესაკუთრეს მისცენ გონივრული ვადა, რომ გარკვეული დროის განმავლობაში, ცვლილებები განხორციელდეს. ჩვენ არავის ვეწინააღმდეგებით და ვერჩით - ყველას აქვს უფლება და საშუალება, ქვეყანაში ჩამოვიდეს, ბიზნესი აწარმოოს, რა თქმა უნდა, ჩვენი კანონის ფარგლებში, მაგრამ ქართულ ენას პატივი უნდა ვცეთ. ეს ყველაფერი კანონმდებლობით არის განსაზღვრული. თუ დამატებითი რეგულაციებია საჭირო, აუცილებლად მივმართავთ საკრებულოს და კანონის გამკაცრების თვალსაზრისით - პარლამენტს“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი გიორგი ბაგრატიონი მოქალაქეებს მოუწოდებს, კანონი დაიცვან, წინააღმდეგ შემთხვევაში, ყველა ობიექტი დაჯარიმდება. მისი თქმით, საჯარიმო სანქციებთან დაკავშირებით, ცვლილებები იგეგმება.

თბილისის მერთან ერთად, ახვლედიანის ქუჩაზე საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე, თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარე თინათინ ნიბლოშვილი და საკრებულოს წევრი ბექა დავითულიანი იმყოფებოდა.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა