ტელეკომპანია „იმედი“ დღეს მუსიკალური პროექტის - „The Voice“ პრეზენტაციას გამართავს.
როგორც „ნიუსპრესს“ „იმედიდან“ აცნობეს
, „The Voice“ მაღალრეიტინგული მუსიკალური მეგა პროექტია, რომელმაც 25 ქვეყანაში მოიპოვა აღიარება.
პროექტი ახალი სეზონიდან ტელეკომპანიის მაყურებლის წინაშე „ქართული ხმის“ სახელწოდებით წარსდგება.
„მოგვაწვდინე სასურველი ხმა!“ - ეს არის გზავნილი, რომელიც მთელი ქვეყნის მასშტაბით, ძლიერი ვოკალური მონაცემების მქონე მონაწილეთა აღმოჩენას ისახავს მიზნად.
პროექტში ხუთი ცნობილი ქართველი მომღერალი მწვრთნელის ფუნქციას შეითავსებს და რჩეულთა გუნდს ხმის ტემბრისა და ვოკალური მონაცემების მიხედვით შეაფასებს.
პროექტის საბოლოო ეტაპი LIVE შოუა, რომელზეც მწვრთნელები და კონკურსანტები ერთად იმღერებენ. საუკეთესოს კი, მწვრთნელებთან ერთად მაყურებელი გამოვლენს.

















