logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
მიხეილ ყაველაშვილი და საპარლამენტო უმრავლესობის წევრები სპორტული დარბაზის გახსნას დაესწრნენ
მიხეილ ყაველაშვილი და საპარლამენტო უმრავლესობის წევრები სპორტული დარბაზის გახსნას დაესწრნენ
09:59 23.02.2018
სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ ყაველაშვილმა, კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ შოთა ხაბარელმა და საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა, ქუთაისში, სპორტული დარბაზის გახსნის ცერემონიაში მიიღეს მონაწილეობა.

ქუთაისის N36 საჯარო სკოლის ბაზაზე, წარმატებული სპორტსმენის, ძალოსნურ მრავალსახეობებში მსოფლიო ჩემპიონის, კონსტანტინე ჯანაშიას სახელობის „ყველაზე ძლიერი მამაკაცის“ დარბაზი საზეიმოდ გაიხსნა.

საზეიმო გახსნას საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ ყაველაშვილი, კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე შოთა ხაბარელი, საპარლამენტო უმრავლესობის წევრები: გენადი მარგველაშვილი, გიორგი მოსიძე, დავით სონღულაშვილი და გელა სამხარაული დაესწრნენ.

პარლამენტარებმა აღნიშნეს, რომ ამ სახის სივრცეების სიმრავლე აუცილებელია ჩვენს ქვეყანაში ჯანსაღი ცხოვრების დამკვიდრების უზრუნველსაყოფად.

„ყველას მოგილოცავთ და მინდა, რომ ეს იყოს საწინდარი და დასაწყისი სხვადასხვა ღონისძიებებისა, რომელსაც ამ მიმართულებით ვგეგმავთ. ეს იქნება მაგალითი ახალგაზრდებისთვის, იქნება მაჩვენებელი იმის, რომ ჯანსაღი ცხოვრების წესს მეტი პოპულარიზაცია გავუწიოთ და მსგავს ინიციატივებს მეტი მხარდაჭერა აღმოვუჩინოთ. ასეთი სივრცეების სიმრავლე არის გარანტი, რომ ჩვენი ბავშვები, მომავალი თაობა ცხოვრების ჯანსაღ გზას აირჩევენ“,-განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ ასევე აღნიშნა, რომ სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს საჯარო სკოლებში სპორტის პედაგოგთა გადამზადებას, რომლის პირველი ეტაპი უკვე მიმდინარეობს და მეორე ეტაპისთვის გადასამზადებელ პედაგოგთა რიცხვი 3500-მდე გაიზრდება.

„სასიხარულოა, როდესაც ასეთი დარბაზები იხსნება. ჩვენ ამით პირდაპირ ვუპირისპირდებით მავნე ჩვევებს და ეს არის პრევენცია იმისა, რომ ჩვენი ახალგაზრდები იყვნენ იმაზე უკეთესი, ვიდრე ვართ ჩვენ. ეს არის დიდი წარმატება ჩვენი, თქვენი და ჩვენი შვილების. მნიშვნელოვანია, რომ ეს ტენდენცია სხვა მუნიციპალიტეტებშიც გავრცელდეს“,-განაცხადა სპორტული დარბაზის გახსნის ცერემონიაზე სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ შოთა ხაბარელმა.

„დარწმუნებული ვარ ასეთი პოზიტიური სიახლეები ჩვენი ახალგაზრდების წარმატების და სწორად განვითარების საწინდარი იქნება“,-განაცხადა პარლამენტის წევრმა, ქუთაისის მაჟორიტარმა დეპუტატმა, გენადი მარგველაშვილმა.
გენადი მარგველაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ ათასწლეულის გამოწვევის პროექტის, „მილენიუმის“ ფარგლებში ხდება საქართველოში მრავალი საჯარო სკოლის სივრცის და სპორტის ინფრასტრუქტურის სრული რეაბილიტაცია და ქუთაისის 36-ე სკოლა, ისევე როგორც ქუთაისის ათი საჯარო სკოლა პროექტის ფარგლებში განახლდება.

სიტყვით გამომსვლელებმა ქუთაისის მერიას, ადგილობრივ სპორტის აიპ-ის, ყველა სპონსორს და მეცენატს დარბაზის რეაბილიტაციაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადეს.





FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა