logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ბიბლიოთეკარები გადამზადებასა და ტესტირებას გაივლიან
ბიბლიოთეკარები გადამზადებასა და ტესტირებას გაივლიან
11:32 22.02.2018
თბილისის მერის მოადგილე სოფიო ხუნწარიამ ბიბლიოთეკების რეფორმის აუცილებლობის მიზეზად მკითხველისა და იქ დასაქმებული თანამშრომლებისთვის შეუსაბამო გარემო და ანაზღაურება დაასახელა.

მისი თქმით, ბიბლიოთეკარებს ის დაბალი ხელფასი, რაც დღეს აქვთ, არ უნდა ჰქონდეთ.

„მძიმე მდგომარეობაა ბიბლიოთეკარებისთვისაც, რადგან მათ გაუსაძლის მდგომარეობაში უწევთ მუშაობა. გარემო შეუსაბამოა, მკითხველისთვისაც. ასევე, მიგვაჩნია, რომ ბიბლიოთეკარებს ის დაბალი ხელფასი, რაც დღეს აქვთ, არ უნდა ჰქონდეთ. ამიტომ, უნდა გადავდგათ გარკვეული ნაბიჯები, რომ სისტემა თავიდან ბოლომდე გავმართოთ და ახალი ტიპის ბიბლიოთეკები მივიღოთ. პროცესი დაწყებულია, რომ თბილისის მერიამ ახალი ა(ა)იპ-ი დააფუძნოს, სადაც თბილისის ბიბლიოთეკები და სამი მედიათეკა გაერთიანდება“, - აღნიშნა თბილისის მერის მოადგილემ.

სოფიო ხუნწარიას განმარტებით, რეფორმის ფარგლებში, იმისთვის, რომ ხელფასების მატება მოხდეს, ბიბლიოთეკებში დასაქმებულმა პერსონალმა გარკვეულ სტანდარტებს უნდა უპასუხოს. ამისთვის, დაახლოებით, ორი თვის განმავლობაში, თითოეული თანამშრომლის გადამზადება მოხდება, ტესტირების წარმატებით გავლის შემდეგ კი, ისინი თბილისის მერიის მიერ დაფუძნებულ ახალ ა(ა)იპ-ში დასაქმდებიან.

„გადამზადება ბუნებრივია, იმ საბიბლიოთეკო სტანდარტების მიხედვით მოხდება, რომელიც დღეს არსებობს. ახალ ა(ა)იპ-ში თანამშრომლების მიღება ტესტირების დროს ბარიერის გადალახვის შემდეგ მოხდება და კულტურის სამინისტროში არსებული სსიპ-ი გაუქმდება, რადგან კიდევ ერთხელ ვიმეორებ, უნდა დაფუძნდეს ახალი აიპ-ი. ეს არის ის სქემა, რომელსაც უნდა მივყვეთ“, - განმარტა სოფიო ხუნწარიამ და აღნიშნა, რომ რეფორმის შედეგად, თბილისში არსებული ბიბლიოთეკები სერვისებზე ორიენტირებული გახდება და მეტ მკითხველს მოიზიდავს.

ამასთან, თბილისის მთავარი ბიბლიოთეკის დირექტორმა ზურაბ წერეთელმა ბიბლიოთეკების თანამშრომლებს მოუწოდა, დაგეგმილ ტრენინგებს დაესწრონ და ტესტირებაში მიიღონ მონაწილეობა.

„ტესტირების შესახებ ყველანი წინასწარ მიიღებთ იმ ინფორმაციას, თუ რა ტიპის შეკითხვები იქნება. ჯერჯერობით, სამუშაო პროცესია და ბოლომდე ჩამოყალიბებული არ არის“, - განაცხადა ზურაბ წერეთელმა.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა