logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
სპორტის კომიტეტში საერთაშორისო და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა
სპორტის კომიტეტში საერთაშორისო და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა
09:38 21.02.2018
სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტმა საერთაშორისო და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან გამართულ სამუშაო შეხვედრაზე კომიტეტის სტრატეგია და 2018-2020 წლების სამოქმედო გეგმა განიხილა.

როგორც საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურში განმარტავენ, წარმოდგენილი დოკუმენტი სპორტისა და ახალგაზრდული პოლიტიკის სფეროში კომიტეტის პროაქტიულ საქმიანობას შეუწყობს ხელს. მასში მიმოხილულია კომიტეტის მიერ განსახორციელებელი საქმიანობა. განისაზღვრა სახელმწიფო პოლიტიკის პრიორიტეტები სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მიმართულებით.

მასში ჩამოყალიბებულია ის მიზნები და ამოცანები, რომელთა შესრულება უზრუნველყოფს 2018-2020 წლების განმავლობაში ისეთი გარემოს შექმნას, სადაც ყველა ახალგაზრდა შეძლებს განვითარებას, საკუთარი პოტენციალის სრულად რეალიზებას და საზოგადოების პოზიტიური გარდაქმნის პროცესში აქტიურ მონაწილეობას; სპორტის უნიკალური ფუნქციისა და პოტენციალის გამოყენებით, საზოგადოების სოციალურ-ეკონომიკური და ადამიანური კაპიტალის განვითარებას; სპორტის პრინციპებისა და ფასეულობების დაცვას თანამედროვე საფრთხეებისა და გამოწვევებისგან.

შეხვედრაში მონაწილეობდნენ საერთაშორისო და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები, რომლებმაც კომიტეტს საქმიანობის უფრო ეფექტიანად წარმართვისათვის რეკომენდაციები მისცეს.

სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მიხეილ ყაველაშვილის თქმით, ასეთი შეხვედრები ძალიან მნიშვნელოვანია, რამდენადაც აქ კარგად გამოჩნდა კომიტეტის წინაშე მდგარი გამოწვევები და მათი დაძლევის შესაძლებლობები. „ჩვენ ახლა ვყალიბდებით როგორც საპარლამენტო ქვეყანა და კარგად გვესმის, რამდენად მნიშვნელოვანია ამ პროცესში ღიაობა, თანამონაწილეობა, ანგარიშვალდებულება, საჯაროობა, ჩვენი შინაგანი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა, სახელმწიფოებრივი შეგნება და სწორედ ამ პრინციპით უნდა მივუდგეთ ყველა საკითხის გადაჭრას. ეს იქნება იმის საწინდარი, რომ გავუმკლავდეთ პრობლემებს და დასმულ ამოცანებს“, განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

უწყების ცნობითვე, დაიგეგმა საერთაშორისო და დონორ ორგანიზაციებთან მომავალი საკონსულტაციო შეხვედრები. ასევე აღინიშნა, რომ სტრატეგიისა და გეგმის საბოლოოდ მიღების შემდეგ მისი შესრულებისა და შედეგების ერთობლივი მონიტორინგი განხორციელდება.

წარმოდგენილი დოკუმენტი შემუშავდა კომიტეტის ინიციატივით, ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ერთობლივი პროექტის „საპარლამენტო დემოკრატიის სისტემის გაძლიერება საქართველოში“ ფარგლებში.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა