logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მისია საქართველოს რადიაციული უსაფრთხოების მარეგულირებელ სისტემას შეისწავლის
ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მისია საქართველოს რადიაციული უსაფრთხოების მარეგულირებელ სისტემას შეისწავლის
12:13 20.02.2018
საქართველო ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მისიას (integrated Regulatory Review Service (IRRS)) მასპინძლობს. ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოში მისიის წარმომადგენლებს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნოდარ კერესელიძე შეხვდა. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, მისია მიზნად ისახავს საქართველოს ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების მარეგულირებელი სისტემის შესწავლას და მისი საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის დადგენას.

მისია დაკომპლექტებულია სხვადასხვა ქვეყნის ექსპერტებით, რომლებიც ორი კვირის განმავლობაში გაეცნობიან სხვადასხვა უწყებების საქმიანობას რადიაციული უსაფრთხოების მიმართულებით, რის შემდეგაც მომზადდება დასკვნა შესაბამისი რეკომენდაციებით. აღსანიშნავია, რომ მისიის რეკომენდაციების შესრულება გადამოწმდება ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ე.წ. “follow up” მისიის მიერ.

„ატომური ენერგიის საერთაშორისო ორგანიზაციის ეგიდით ჩამოსულია მისია, რომელიც შეისწავლის ატომური და ბირთვული უსაფრთხოების სტრუქტურას და სისტემას საქართველოში. ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია გამართული სისტემა, რომელიც პასუხობს საერთაშორისო მოთხოვნებს. ერთის მხრივ, საქართველოს დადებითი იმიჯისთვის, მეორეს მხრივ, კონკრეტული შედეგისთვის, რაც უკავშირდება ჩვენს ქვეყანაში ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების უზრუნველყოფას“ - განაცხადა ნოდარ კერესელიძემ შეხვედრაზე.

როგორც სამინისტროში განმარტავენ, მისიის მოსამზადებელ პერიოდში ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს სპეციალისტებმა განახორციელეს ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების ეროვნული მარეგულირებელი ინფრასტრუქტურის თვითშეფასება ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მიერ უზრუნველყოფილი SARIS (Self-Assessment Tool) სისტემის მეშვეობით. თვითშეფასების ანალიზის შედეგად შემუშავდა სამოქმედო გეგმის პროექტი.
შეხვედრას საგარეო საქმეთა სამინისტროს, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.





FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა