logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
ირაკლი კობახიძე: მივესალმებით მშენებლობის მაღალ ტემპს, თუმცა ეს არ უნდა ხდებოდეს ადამიანის მსხვერპლისა და ურბანული დამახინჯების ხარჯზე
ირაკლი კობახიძე: მივესალმებით მშენებლობის მაღალ ტემპს, თუმცა ეს არ უნდა ხდებოდეს ადამიანის მსხვერპლისა და ურბანული დამახინჯების ხარჯზე
11:52 19.02.2018
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, მშენებლობის მაღალი ტემპი მისასალმებელია, თუმცა, ეს ადამიანის მსხვერპლისა და სხვა პრობლემების, მათ შორის, ურბანული დამახინჯების ხარჯზე არ უნდა ხდებოდეს. ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ დღეს, თბილისის მერთან, კახა კალაძესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

შეხვედრაზე სამშენებლო სფეროში შრომის უსაფრთხოებისა და ამასთან დაკავშირებით, პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში შესატანი ცვლილებების შესახებ იმსჯელეს. ცვლილებები „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ ინიცირებულ საკანონმდებლო პაკეტს დაემატება.

როგორც ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, დედაქალაქის მერის ინიციატივის საფუძველზე, საქართველოს პარლამენტში კანონპროექტის განხილვა დაჩქარდება.

„დღეს შედგა საბოლოო კონსულტაციები სამშენებლო სამუშაოებთან დაკავშირებით შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით. მინდა, მადლობა გადავუხადო კიდევ ერთხელ თბილისის მერს ინიციატივისთვის. ამ ინიციატივის საფუძველზე დაჩქარდება საქართველოს პარლამენტში იმ კანონპროექტის განხილვა, რომელიც ზუსტად ამ საკითხს ეხება. ეს არის ჩვენთვის, ყველასთვის ძალიან მტკივნეული საკითხი, სამშენებლო სამუშაოებზე ძალიან ხშირად არის მსხვერპლი. პარლამენტში ინიცირებული კანონპროექტის მიზანი, არის ზუსტად ის, რომ სწორად დავარეგულიროთ ეს საკითხი. საქმე ეხება, მათ შორის, სანქციების გამკაცრებას - ეს არის ერთი მიმართულება. საქმე ეხება, ასევე, ადმინისტრირების გაუმჯობესებას, რასაც ითვალისწინებს შესაბამისი კანონპროექტი; ასევე, საუბარია სანქციებზე, რომელიც დაკავშირებულია უნებართვო და პროექტის გარეშე მშენებლობებთან. ეს არის ის საკითხები, რომელიც არის ასახული პაკეტში, და ეს ყველაფერი უზრუნველყოფს, საბოლოო ჯამში, პრობლემის არსებითად მოგვარებას“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, კანონპროექტს პარლამენტი, მეორე მოსმენით, მიმდინარე კვირაში მიიღებს.

„ეს ცვლილებები დაემატება უკვე ინიცირებულ პროექტს, რომელიც ამჟამად განიხილება მეორე მოსმენით. პრინციპების დონეზე პირველი მოსმენისას იყო საუბარი იმაზე, რომ უნდა გამკაცრდეს სანქციები და უნდა გაუმჯობესდეს ადმინისტრირება ამ სფეროში. აქედან გამომდინარე, ჩვენ გვაქვს საშუალება, რომ უკვე მეორე მოსმენაზე დავამატოთ შესაბამისი საკითხები კანონპროექტს. შესაბამისად, მიმდინარე კვირაში, ამ კვირის ბოლომდე, მეორე მოსმენით იქნება მიღებული ეს კანონპროექტი“,- განმარტა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ჟურნალისტებთან საუბრისას, ირაკლი კობახიძემ კომენტარი გააკეთა „,მშენებლობის კოდექსის“ პროექტის შესახებაც და აღნიშნა, რომ საკანონმდებლო პაკეტის განხილვა უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში უახლოეს მომავალში დაიწყება.
„ეს არის ბევრად უფრო მასშტაბური პაკეტი, რომელიც ეხება სივრცით მოწყობას, მშენებლობებს და ამ პაკეტის განხილვა მალე უნდა დაიწყოს საქართველოს პარლამენტში. რამდენიმე კვირით გაგრძელდა განხილვის ვადა, თუმცა, ამის იქით ეს ვადა არ უნდა გაგრძელდეს და ამ პაკეტის განხილვა უნდა დაიწყოს ძალიან მალე საქართველოს პარლამენტში“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

დედაქალაქის მერმა პარლამენტს თანადგომისა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. კახა კალაძის განცხადებით, კანონპროექტის თანახმად, მშენებლობაზე პირველივე დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში, ჯარიმა 30 ათასი ლარი იქნება. მისივე თქმით, კანონპროექტს სრული მხარდაჭერა აქვს.

„ცვლილებები, რომელთა განხორციელებასაც ვაპირებთ, მნიშვნელოვანია უსაფრთხოების თვალსაზრისით, მშენებლობებზე. დედაქალაქში ძალიან ბევრი მშენებლობები მიმდინარეობს და ჩვენთვის, ქალაქის მერიისთვის, თითოეული ჩვენგანისთვის, იქ მომუშავე ადამიანების უსაფრთხოება არის ძალიან მნიშვნელოვანი. ცვლილებებით, რომლებსაც ვაპირებთ, პირველივე დარღვევაზე ჯარიმა იქნება 30 ათასი ლარის ოდენობით. იმ კონკრეტულ შემთხვევებზე, სადაც მიმდინარეობდა მშენებლობა და დარღვევების გამო ჰქონდათ შეჩერებული მშენებლობა, და მიუხედავად შეჩერებისა, ინვესტორი, კონკრეტული კომპანია აგრძელებს მუშაობას, ის დაჯარიმდება 50 ათასი ლარით. ასევე, მნიშვნელოვანია ის, რომ უკანონო მშენებლობებზეც, თუ ტერიტორია, მიწა არის სახელმწიფოს საკუთრება, მუნიციპალიტეტის საკუთრება და მიმდინარეობს უკანონო მშენებლობა, ჯარიმა იქნება 25 ათასი ლარი. კერძო საკუთრებაზე -20 ათასი ლარი. ეს, რა თქმა უნდა, ერთის მხრივ, ხელს შეუწყობს იმ პრობლემის მოგვარებას, რაც გვაქვს მშენებლობებზე, ის, რომ მაგალითად, ჩაფხუტების გარეშე მუშაობენ, მაგალითად, ის, რომ როდესაც მიდის ფასადის მოპირკეთება, ყოველგვარი დამცავის, დაბმის გარეშე მუშაობენ, აქ მთავარი არის ის, რომ თავად მშენებლის ინტერესში უნდა იყოს ის, რომ მის დაქვემდებარებაში მყოფი ადამიანები მუშაობდნენ უსაფრთხოდ. მე მგონია, რომ ეს ჯარიმები მოგვცემს იმის შესაძლებლობას, რომ არსებული პრობლემები მოვაგვაროთ. არსებობს, ასევე, მენტალური პრობლემა, რაც იკვეთება სამშენებლო სამუშაოების დროს უსაფრთხოების თვალსაზრისით და ესეც გადასაწყვეტი გვექნება. ერთიანი თანადგომით, მგონია, რომ ამას შევძლებთ. ჩვენ გვქონდა კონსულტაციები პრემიერ-მინისტრთან, ეკონომიკურ გუნდთან, შევხვდით მენაშენეთა ასოციაციას. ამ ცვლილებებს აქვს მაქსიმალური მხარდაჭერა“,- განაცხადა კახა კალაძემ.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა