logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
მთელი საქართველოს მასშტაბით გარე დაკვირვების მსურველ მასწავლებელთა რეგისტრაცია იწყება
მთელი საქართველოს მასშტაბით გარე დაკვირვების მსურველ მასწავლებელთა რეგისტრაცია იწყება
11:48 19.02.2018
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი, მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის ფარგლებში, გარე დაკვირვების გავლის მსურველი უფროსი მასწავლებლების რეგისტრაციას აცხადებს.
გარე დაკვირვება თეორიული ცოდნის პრაქტიკაში შემოწმებას ემსახურება, რომლის გავლაც უწევს უფროს მასწავლებელს წამყვანის სტატუსის მოსაპოვებლად.
გარე დაკვირვების გავლა ყველა იმ უფროსს მასწავლებელს შეუძლია, რომელსაც მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის მიხედვით მოპოვებული აქვს 13 კრედიტქულა ან აქვს დოქ¬ტო¬რის ან მას¬თან გა¬თა¬ნაბ¬რე¬ბუ¬ლი აკა¬დე¬მი¬უ¬რი ხა¬რის¬ხი.
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა გარე დაკვირვების კომპონენტის პილოტირება 2017 წელს შიდა ქართლისა და იმერეთის რეგიონში განახორციელა. პილოტირების რეჟიმში დარეგისტრირებული 105 მასწავლებელიდან გარე დაკვირვება 100-მა მასწავლებელმა გაიარა, რომელთაგან 86 შეფასდა დადებითად. 2018 წლის იანვრის თვეში გარე დაკვირვების წარმატებით გავლის შედეგად 42 მასწავლებელმა მოიპოვა წამყვანი მასწავლებლის სტატუსი, ხოლო 44 მასწავლებელს სტატუსის მოსაპოვებლად სასწავლო წლის დასრულებამდე დარჩენილი აქვს 1 ან 2 კრედიტქულა დასაგროვებელი.
„პილოტირების პროცესმა წარმატებით ჩაიარა. ანალიზის შედეგად გამოვლენილი სუსტი მხარეები ცვლილების სახით შეფასების ინსტრუმენტებსა და გარე დაკვირვების წესში აისახა. ეს ცვლილებები მიმართულია პროცესის მაქსიმალურად ღია და ობიექტური წარმართვისაკენ. ასევე, გარე დაკვირვების შესახებ ინფორმირების მიზნით, ცენტრის წარმომადგენლები, მთელი საქართველოს მასშტაბით რეგისტრირებულ უფროს მასწავლებლებს, სკოლის დირექტორებს და რესურსცენტრის წარმომადგენლებს შეხვდებიან. რათა სასკოლო საზოგადოება დეტალურად გაეცნოს როგორც გარე დაკვირვების გავლის პროცედურებს, ისე შეფასების კრიტერიუმებსა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებს. - ეს განცხადება სპეციალურ ბრიფინგზე მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა, გიორგი მაჩაბელმა გააკეთა.
რეგისტრაცია 19 თებერვლიდან - 26 თებერვლის ჩათვლით eschool-ის ელექტრონულ სისტემაში იწარმოებს.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა