logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე და კომიტეტის თავმჯდომარეები უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტებს შეხვდნენ
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე და კომიტეტის თავმჯდომარეები უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტებს შეხვდნენ
10:06 17.02.2018
ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზებასთან დაკავშირებული კანონპროექტის ძირითადი ნორმების წარდგენა და სტუდენტების მოსაზრებების გაცნობა წარმოადგენდა დისკუსიის მთავარ თემას, ფრაქცია „ქართული ოცნების“ მიერ ორგანიზებულ შეხვედრაზე, რომელიც დღეს, პარლამენტის სასახლეში გაიმართა. ფრაქციის თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განათლების მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, მარიამ ჯაშმა და ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, აკაკი ზოიძემ სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებთან გამართულ შეხვედრაზე კანონპროექტის მომზადების მიზნებზე და პრევენციის იმ მექანიზმებზე ისაუბრეს, რომელიც აღნიშნული პროექტი ითვალისწინებს.

„ჩვენი მიზანია ნარკოპოლიტიკის სწორად ჩამოყალიბება, რათა მან საბოლოოდ დადებითი გავლენა იქონიოს ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლის საქმეზე. საზოგადოებას შევპირდით, რომ მაქსიმალურად შევეცდებოდით ყველა სეგმენტიდან წამოგვეღო, რაც შეიძლება მეტი რაციონალური წინადადება, რადგან საკითხი საკმაოდ ფრთხილი და სენსიტიურია. კანონპროექტით შემოთავაზებული ნორმები ეხება როგორც მომავალ თაობებს, ასევე ჩვენი საზოგადოების მნიშვნელოვან ნაწილს. შესაბამისად, მიგვაჩნია, რომ სტუდენტებთან შეხვედრა თქვენი წინადადებების და მოსაზრებების გაცნობა საინტერესოა“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ნარკოპოლიტიკის საკანონმდებლო ინიციატივა და პრაქტიკული განხორციელების მექანიზმებზე ისაუბრა ჯანმრთელობის დაცვისა და სოაციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ. აკაკი ზოიძემ სტუდენტებს ნარკომომხმარებელთა სტატისტიკური მაჩვენებლები გააცნო და ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებებზე ისაუბრა. მისი განცხადებით, 2012 წლამდე, ნულოვანი ტოლერანტობის პერიოდში ნარკოდამოკიდებული ადამიანების რაოდენობა შემცირების ნაცვლად, პირიქით გაიზარდა. კომიტეტის თავმჯდომარემ სტუდენტებს ნარკოპოლიტიკის საერთაშორისო პრაქტიკა და პორტუგალიის გამოცდილებაც გააცნო.

ნარკოპოლიტიკის ჰუმანიზაციის ძირითად პრინციპებზე ისაუბრა განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, მარიამ ჯაშმა. მისი განცხადებით, წარმოდგენილი პროექტი ნარკომოხმარების ლეგალიზებას არ გულისხმობს და მასში საუბარია მხოლოდ დეკრიმინალიზაციის ფორმებზე. მანვე სტუდენტებს დისკუსიის გასახსნელად ინტერაქტიული შეკითხვით მიმართა და მათი მხრიდან პრევენციის ეფექტური მექანიზმების შეთავაზებით დაინტერესდა.

შეხვედრაზე საკითხის ირგვლივ ღია დისკუსია გაიმართა. სტუდენტ-ახალგაზრდობამ ნარკომომხმარებელთა და ზოგადად, ნარკოტიკების მიმართ საკუთარი მოსაზრებები გამოთქვეს და პრევენციული მექანიზმების განსხვავებულ მიდგომებზე ისაუბრეს. სტუდენტების წინადადებები როგორც განათლების სამინისტროს და სკოლების ჩართულობის გაზრდას, ასევე სოციალური კამპანიის და მეტი ინფორმირების საკითხებს შეეხებოდა. შეხვედრაზე ასევე გამოითქვა მოსაზრებები სკოლებში ფსიქოლოგების როლზე და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციაზე.

შეხვედრის დასასრულს ფრაქციის თავმჯდომარემ სტუდენტებთან გამართულ შეხვედრაზე და მათი მხრიდან საინტერესო მოსაზრებების წარდგენისთვის კმაყოფილება გამოთქვა. „ნამდვილად აღფრთოვანებული ვარ სტუდენტების სწორი დამოკიდებულებით და სწორი აზროვნებით იმ საკითხთან დაკავშირებით, რასაც ნარკოპოლიტიკა ჰქვია. ჩვენი მიზანი იყო, მათგან რაც შეიძლება მეტი რაციონალური წინადადება წამოგვეღო. ნამდვილად საინტერესო იყო სტუდენტებთან შეხვედრა, რომლებიც სწორად ფიქრობენ თუ როგორ უნდა განვითარდეს ქვეყანა, რომ მომავალმა თაობებმა უკეთ იცხოვრონ. შეხვედრაზე ყველა შევთანხმდით, რომ ნარკორეალიზატორების მიმართ ქვეყანა უნდა იყოს შეუვალი, მკაცრი და ხისტი, ხოლო მომხმარებლებს ლიბერალურად უნდა მიუდგეთ“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა