logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
Impact Hub Tbilisi საერთაშორისო სტუდენტურ პროგრამას იწყებს
Impact Hub Tbilisi საერთაშორისო სტუდენტურ პროგრამას იწყებს
09:59 17.02.2018
Impact Hub Tbilisi იწყებს საერთაშორისო სტუდენტურ პროგრამას Social Impact Award. პროგრამის გახსნითი ღონისძიება ფაბრიკაში გაიმართა.
Social Impact Award (სია)არის ყველაზე მასშტაბური სტუდენტური პროგრამა სოციალური მეწარმეობის მიმართულებით, რომელიც 25 ქვეყანაში ერთობლივად ხორციელდება. პროგრამა ორიენტირებულია სტუდენტების განათლებაზე სოციალური მეწარმეობის დარგში და ახალგაზრდებს სთავაზობს ათთვიან საგანმანათლებლო კურსს თავიანთი იდეების განსახორციელებლად. პროგრამა მოიცავს ვორქშოფებს, ფინალისტი გუნდების ორთვიან ინკუბაციას და Social Impact Award-ისსაერთაშორისო სამიტს. Social Impact Award-ის პარტნიორია საქართველოს ბანკი. აღნიშნული თანამშრომლობა გასულ წელს შედგა და მიმდინარე წელსაც წარმატებით გრძელდება.

2018 წელს პროგრამა ფართოვდება, ვორქშოფები ჩატარდება საქართველოს რამდენიმექალაქში (თბილისი, თელავი, რუსთავი). გარდა ამისა, Impact Hub Tbilisi-მა მოიპოვა სიას საერთაშორისო სამიტის მასპინზლობის ლიცენზია, რომელიც გაიმართება 2018 წლის ნოემბერში. სამიტში მონაწილეობას მიიღებს ყველა ქვეყნის გამარჯვებული გუნდი, რაც ნიშნავს 200-მდე ახალგაზრდა მეწარმეს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან.
Impact Hub Tbilisi-მა საქართველოში პროგრამის განხორციელების ლიცენზია 2017 წელსმიიღო. გასულ წელს ვორქშოფები ჩატარდა თბილისსა და თელავში, დაესწრო 200-მდე სტუდენტი. საბოლოოდ გამოვლინდა სამი გამარჯვებული გუნდი, სამივე ძალიან აქტუალურსოციაურ თემას ეხმაურება და მათი გადაჭრის ინოვაციურ გზებს გვთავაზობს.
პროგრამის ორგანიზატორია Impact Hub Tbilisi. მხარდამჭერები: საქართველოს ბანკი, აჭარა ჯგუფი, ფოთის ტერმინალი, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო, UNDP.
“Impact Hub Tbilisiპროგრამა Social Impact Award-ის საშუალებით ახალგაზრდებს აძლევს შესაძლებლობას წამოიწყონ სოციალური ბიზნესი. პროგრამის განმავლობაში სტუდენტები გადიანმთელ პროცესს იდეის გენერირებიდან, ბიზნესგეგმის შედგენამდე. წელს მნიშვნელოვანი სიახლე გვაქვს, ვმასპინძლობთ პროგრამის საერთაშორისო სამიტს, რომლის ფარგლებშიც ნოემბერში საქართველოს ეწვევა 200-მდე ახალგაზრდა სოციალური მეწარმე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. ესღონისძიება იქნება ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი მოვლენა, რადგან გვექნება შესაძლებლობა გავიზიაროთ საერთაშორისო გამოცდილება სოციალური მეწარმეობის კუთხით” - აღნიშნა Impact Hub Tbilisi-ის თანადამფუძნებელმა ქეთი ებანოიძემ.

„საქართველოს ბანკი, მეორე წელია მხარს უჭერს პროგრამა Social Impact Award-ს, რომელიც ვფიქრობთ, ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია, რადგან ხელს უწყობს სოციალური მეწარმეობის შესახებ, როგორც ცნობიერების ამაღლებას, ასევე შედეგზე ორიენტრიებული პროექტების განხორციელებას. გასულ წელს SIA-სთან თანამშრომლობა წარმატებული იყო, რადგან პროექტის ფარგლებში არაერთი საინტერესო იდეა იქნა განხილული. საბოლოოდ კი, საქართველოს ბანკმა, 3 გამარჯვებულ გუნდს ფულადი ჯილდო გადასცა, გრანტის სახით. საქართველოს ბანკი უკვე რამდენიმე წელია თავად მუშაობს სწორედ სოციალური საწარმოების დაფინანსების საგრანტო კონკურსზე და ჯამში 2 წლის განმავლობაში, 10 პროექტი დააფინანსა, სოციალური მეწარმეობის კუთხით“ - განაცხადა საქართველოს ბანკის, საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ხათუნა კაკაბაძემ.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა