მიმდინარე წლის 25 ივლისიდან, საქართველოს 25 ქალაქში, დასაქმების აგენტები უმუშევართა აღრიცხვას დაიწყებენ.
ამის შესახებ დღეს, მთავრობის სხდომაზე დასაქმების სახელმწიფო მინისტრმა პაატა ტრაპაიძემ სამუშაოს მაძიებელთა ექვსპუნქტიანი გეგმის პრეზენტაციისას აღნიშნა.
გეგმის მიხედვით, დასაქმების მსურველები აპლიკაციებს შეავსებენ, რომელიც დასაქმების სახელმწიფო მინისტრის აპარატს გადაეცემა, რის შემდეგაც უწყება, აგვისტოში აღრიცხულთა პირველ ტესტირებას ჩაატრებს.
როგორც მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა აღნიშნა, საქართველოს ხელისუფლების მთავარი პრიორიტეტი უმუშევრობასთან ბრძოლაა.
„ეს არამარტო ერთი სამინისტროს მოსაგვარებელია, არამედ პრობლემის გადაჭრაში მთელი მთავრობა უნდა ჩაერთოს“ - განაცხადა მერაბიშვილმა მთავრობის სხდომაზე.

















