ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის შედეგების თანახმად, გამოკითხულთა 45% მიიჩნევს, რომ კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერს ბიძინა ივანიშვილს მოქლაქეობის მინიჭების გარეშეც, გამონაკლისის სახით, არჩევნებში მონაწილეობის უფლება უნდა მიეცეს.
ამის შესახებ ნათქვამია NDI-ს დაკვეთით ჩატარებულ „საზოგადოებრივი განწყობების“ კვლევაში.
კითხვაზე - თუ ბიძინა ივანიშვილი ვერ მიიღებს საქართველოს მოქალაქეობას, უნდა მიენიჭოს თუ არა მას უფლება, გამონაკლისის სახით, საპარლამენტო არჩევნებში მონაწილებისა, რესპოდენტთა 45%-ს დადებითი პოზიცია აქვს, უარყოფითად 17% პასუხობს.
ამასთან, გამოკითხულთა უმეტესობა, 39% მიიჩნევს, რომ ივანიშვილმა ორმაგ მოქალაქეობაზე უარი არ უნდა თქვას და სამოქალაქო რეესტრის სააგენტოში განაცხადი უნდა შეიტანოს.
დღეს, სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასში“ NDI-ს თბილისის ოფისის ხელმძღვანელმა ლუის ნავარომ კვლევის შედეგების პრეზენტაცია გამართა, რომლის ფარგლებშიც 6 299 მოქალაქე მთელი საქართველოს მასშტაბით გამოიკითხა.

















