logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
იურიდიულ საკითხთა კომიტეტთან არსებული საკოორდინაციო საბჭო „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ კანონის იმპლემენტაციზე ზედამხედველობას განაგძობს
იურიდიულ საკითხთა კომიტეტთან არსებული საკოორდინაციო საბჭო „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ კანონის იმპლემენტაციზე ზედამხედველობას განაგძობს
21:46 15.02.2018
იურიდიულ საკითხთა კომიტეტთან არსებულმა „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის იმპლემენტაციის უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ მორიგი სხდომა გამართა.

საბჭოს სხდომა გახსნა და შეხვედრის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ მიმართა.
„უნიკალური რეფორმა 2016 წელს დაიწყო და მისი სრული განხორციელება 2020 წელს უნდა დასრულდეს. ჩვენი საბჭოს ფუნქცია ამ რეფორმაზე ზედამხედველობა და ხელშეწყობაა, იმისთვის, რომ რეფორმა არ შეფერხდეს და სადაც სირთულეები და გამოწვევები იქნება, მოინახოს გადაწყვეტის გზები“,-განაცხადა ეკა ბესელიამ.

შეხვედრის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს, ასევე გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენელმა საქართველოში ლაილა ომარ გადმა და განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ, ლია გიგაურმა.

„საბჭოს დაარსებიდან დღემდე, ბევრი რამ გაკეთდა კანონმდებლობით განსაზღვრული ღონისძიებების განსახორცილებლად, ასევე იმისთვის, რომ ის ბარიერები, რაც ამ კუთხით არსებობს, იდენტიფიცირებული იყოს და გადაწყვეტილებები მიღებული“,-განაცხადა ლაილა ომარ გადმა. გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა ისაუბრა ადრეული და სკოლამდელი განათლების რეფორმის ფარგლებში განსახორციელებელ ღონისძიებებზე და არსებულ გამოწვევებზე.

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილის, ლია გიგაურის განცხადებით, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო ძალიან მნიშვნელოვან საქმიანობას ეწევა.

„მასშტაბური და კომპლექსური რეფორმა, რომელიც ადრეული და სკოლამდელი განათლების რეფორმის სფეროში დაიწყო და რომლის დანერგვაც ეტაპობრივად მიმდინარეობს, ნადვილად მოითხოვს ისეთი მაღალი დონის მხარდაჭერას, კოორდინაციას და ზედამხედველობას, რასაც უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო ახორციელებს“,-აღნიშნა ლია გიგაურმა.

სხდომაზე წარმოდგენილი იყო უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ანგარიში და ინფორმაცია „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ კანონის აღსრულებასთან დაკავშირებით.

შეხვედრის მონაწილეებმა რეფორმის განხორციელების პროცესში ჩართული უწყებების წარმომადგენლების მხრიდან მოისმინეს ინფორმაცია „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ კანონის გარდამავალი დებულებების აღსრულების მდგომარეობისა და შესასრულებელი ვალდებულებების შესახებ.

სხდომის მონაწილეები „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ კანონის იმპლემენტაციის 2018-2020 წლების სტრატეგიაზე სხვადასხვა უწყებების მოსაზრებებს გაეცნენ.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს წევრები საბჭოს მომავალ აქტივობებზე შეთანხმდნენ. საბჭოს მორიგი შეხვედრა მარტში გაიმართება.

2016 წელს საქართველოს პარლამენტმა მიიღო საქართველოს კანონი ,,ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“, რის საფუძველზეც საქართველოში ადრეული და სკოლამდელი განათლების სისტემის რეფორმა დაიწყო. მისიმიზანია საქართველოში ყველა ბავშვისთვის სკოლამდელი მომსახურების ხელმისაწვდომობის ზრდა, თანასწორი შესაძლებლობების უზრუნველყოფა და ხარისხის გაუმჯობესება.

ადრეული და სკოლამდელი განათლების რეფორმის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტთან, 2017 წელს შეიქმნა.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა