logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ვახტანგ ყოლბაია ფონდ „მოძრაობა შიმშილის წინააღმდეგ“ რეგიონალურ დირექტორ შეხვდა
ვახტანგ ყოლბაია ფონდ „მოძრაობა შიმშილის წინააღმდეგ“ რეგიონალურ დირექტორ შეხვდა
17:40 15.02.2018
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ ფონდ „მოძრაობა შიმშილის წინააღმდეგ“ რეგიონალურ დირექტორ მარსელა მაქსფილდთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
მთავრობის თავმჯდომარემ ისაუბრა ოკუპირებულ აფხაზეთში შავი ზღვის სანაპირო ზოლიდან და მდინარეების კალაპოტიდან დიდი რაოდენობით ინერტული მასალის გატანის შესახებ, რამაც უდიდესი ზიანი მიაყენა გარემოს და რეგიონის ეკოლოგიური ვითარება დაამძიმა. აღინიშნა სასწრაფო ზომების მიღების საჭიროება რათა სიტუაცია კიდევ უფრო არ დამძიმდეს და თავიდან იქნას აცილებული ეკოლოგიური კატასტროფა.
განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა აზიური ფაროსანას მიერ გალის რაიონის მოსახლეობისთვის მიყენებულ ზიანზე.
„სამწუხაროა, რომ ისედაც ეკონომიკურად დასუსტებული და უკიდურესად რთულ ვითარებაში მყოფი ქართული მოსახლეობის ფინანსური მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესდა მავნებელი მწერის მიერ მოსავლის თითქმის სრულად გაანადგურებით.
საჭიროა ამ მიმართულებით ქმედითი ნაბიჯების გადადგმა და საერთაშორისო რესურსების მობილიზაცია. მნიშვნელოვანია მეგობარი ქვეყნების გამოცდილების გაზიარება. აუცილებელია მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება, ტრეინინგებისა და სემინარების გამართვა. ქართველი და აფხაზი სპეციალისტების მონაწილეობით გამოსავლის მოძებნა და მავნებლის დამარცხება“ -განაცხადა ვახტანგ ყოლბაიამ.
შეხვედრაზე აღინიშნა ამერიკული თეთრი პეპლის დამარცხების კუთხით გატარებული ღონისძიებები, რამაც ხელშესახებად დადებითი შედეგი გამოიღო. ეს მაგალითი იმედს იძლევა, რომ აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლაც წარმატებით დასრულდება.
მთავრობის თავმჯდომარემ ხაზი გაუსვა კოლხური ბზის გადარჩენის მიზნით მიღწეულ წარმატებებს. ასევე ბზის გადარჩენის ისტორიულ მნიშვნელობას ქართველებისა და აფხაზებისთვის. სპეციალისტების მიერ სათბურში გამოყვანილი ათასამდე ბზის ნერგი სკოლის მოსწავლეებს დაურიგდებათ, რომელიც შემდგომში ქართველი და აფხაზი ახალგაზრდების მიერ აფხაზეთის მთელ ტერიტორიაზე გაშენდება.
შეხვედრას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტის თავმჯდომარე ვალერი ბასარია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მრჩეველი პეტრე კანკავა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი დავით გახარია ესწრებოდნენ.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა