logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
 თსუ-ში დღეს კონკურსის - „გავუფრთხილდეთ მშობლიურ ენას“ მეორე ეტაპი გაიმართება
თსუ-ში დღეს კონკურსის - „გავუფრთხილდეთ მშობლიურ ენას“ მეორე ეტაპი გაიმართება
17:35 15.02.2018
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოძრაობა „არა ბარბარიზმებს!“ ხვალ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პატრონაჟით საჯარო სკოლების მოსწავლეებისთვის კონკურსის „გავუფრთხილდეთ მშობლიურ ენას“ მეორე ეტაპს გამართავს, რომელსაც თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაური და სკოლის მოსწავლეები დაესწრებიან.

კონკურსი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 100 წლის იუბილეს ეძღვნება.

კონკურსის მონაწილეები ეწვევიან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს, სადაც მოსწავლეები მოისმენენ ორ საჯარო ლექციას. უნივერსიტეტის რექტორი გიორგი შარვაშიძე წაიკითხავს ლექციას თემაზე „საუნივერსიტეტო განათლება საქართველოში“, პროფესორ თინათინ მარგალიტაძის ლექციის თემა კი „თანამედროვე ქართულ ენაში ინგლისური ენის გავლენით მიმდინარე პროცესები და მათი გამომწვევი მიზეზები“ იქნება.
მოსწავლეები და პედაგოგები დაათვალიერებენ უნივერსიტეტის ისტორიულ შენობას, მის პანთეონს და გაეცნობიან უნივერსიტეტის დაარსების ისტორიას. კონკურსში მონაწილეობისათვის მთელი საქართველოს მასშტაბით 30 სკოლა და 350 მოსწავლეა დარეგისტრირებული.
კონკურსის პირობების თანახმად, მონაწილე მოსწავლეებმა უნდა წარმოადგინონ ესსე თემაზე: „რატომ უნდა გავუფრთხილდეთ მშობლიურ ენას“. კომპეტენტური ჟიური გამარჯვებულ მოსწავლეებსა და სკოლებს 2018 წლის აპრილში გამოავლენს. ფინალისტების დაჯილდოების ღონისძიება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 14 აპრილს, ქართული ენის დღეს გაიმართება.
მოსწავლეები თსუ-ს 13:00 საათზე ეწვევიან.



FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა