საქართველოს იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებით, საქართველოს ზოგიერთი მოქალაქე
შენგენის სივრცეში საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმს არაკეთილსინდისიერად იყენებს.
ამ განცხადებით წულუკიანი გერმანია-მენინგემის აეროპორტიდან 19 მოქალაქის უკან გამობრუნების ფაქტს გამოეხმაურა.
„სამწუხაროდ, ჩვენი ქვეყნის არაერთი მოქალაქე არაკეთილსინდისიერად იყენებს იმ უდიდეს მიღწევას, რასაც შენგენის სივრცეში საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმი ქვია და მე მხოლოდ შემიძლია ვივარაუდო, რომ გამობრუნებულები სწორედ იმ მიზეზით არიან გამობრუნებულები, რომ მათ გერმანელი მესაზღვრეები ვერ დაარწმუნეს იმაში, რომ ისინი კეთილი მიზნებით ცდილობდნენ შენგენის სივრცეში შეღწევას“- განაცხადა წულუკიანმა.

















