პატრიარქის მოსაყდრის, მეუფე შიოს განცხადებით, სასულიერო აკადემიის სამეცნიერო საბჭოს დასკვნაში
აკადემიაში სტუდენტებზე ძალადობის შესაძლო ფაქტები უარყოფილია.
მისივე თქმით, პატრიარქი აღნიშნულ საკითხს იცნობს.
ამის შესახებ მეუფე შიომ, სასულიერო აკადემიის ყოფილი სტუდენტების იმ წერილთან დაკავშირებით განაცხადა, სადაც სტუდენტების ცემასა და მათ შეურაცხყოფაზეა საუბარი.
„პატრიარქი ამ მოვლენას იცნობს, რა თქმა უნდა. როგორც იცით, აკადემიის სამეცნიერო საბჭოს წერილი იყო, რომელიც შედგება პატივცემული და დიდი მეცნიერებისგან, ეს წერილი ჩვენთვის ძალიან საგულისხმოა. ამის საპასუხოდ იყო ავტორიტეტული მეცნიერების წერილი, რომლებიც უარყოფენ ამას. პატრიარქისთვის საგულისხმოა ასეთი ავტორიტეტული ადმიანების დასკვნა. საბჭოს წევრები არიან თვითმხილველები და ისინი ამბობენ, რომ სიმართლეს არ შეესაბამება“- განაცხადა მეუფე შიომ.

















