საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი ეუთოს ადამიანის
უფლებათა დაცვის უმაღლესი კომისრის ოფისის დელეგაციას შეხვდა, რომელსაც კომისრის მთავარი პოლიტიკური მრჩეველი მარკ ფუნიგალი ხელმღვანელობდა.
შეხვედრაზე მინისტრმა განათლების სფეროში მიმდინარე რეფორმებზე ისაუბრა და განსაკუთრებული აქცენტი სკოლებში სწავლების ხარისხის გაზრდის მნიშვნელობაზე გააკეთა. მიხეილ ჩხენკელის განცხადებით, ამ მხრივ განსაკუთრებული ყურადღება ეროვნული უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებს მიექცევა, რათა სახელმწიფო ენის მაღალ დონეზე სწავლების გზით, უზრუნველყოფილი იქნას ეროვნული უმცირესობების მაქსიმალური ინტეგრაცია ქართულ სახელმწიფოში. მინისტრი მიესალმა ამ მიმართებით ეუთოს ადამიანის უფლებათა დაცვის უმაღლესი კომისრის ოფისის ჩართულობას.
განათლების სამინისტროს ინფორმაციით, მარკ ფუნეგალმა მადლობა გადაუხადა მინისტრს შეხვედრისთვის და აღნიშნა, რომ ეუთოს ადამიანის უფლებათა დაცვის უმაღლესი კომისრის ოფისი კვლავაც აქტიურად გააგრძელებს თანამშრომლობას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან.

















