აჭარაში, გოდერძის უღელტეხილთან მეწყერი ჩამოწვა. აღნიშნულის გამო, ხულო-გოდერძის
დამაკავშირებელი გზის ჩაკეტვა მოხდა.
დიდი ოდენობის მიწისა და ქვების მასის გზაზე ჩამოსვლა რამდენიმედღიანმა გადაუღებელმა წვიმებმა გამოიწვია.
გზის გაწმენდითი სამუშაოები დღეს დაიწყება.

















