logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
მთავრობა უკანონო ხე–ტყის ჭრაზე სანქციებს ამკაცრებს
მთავრობა უკანონო ხე–ტყის ჭრაზე სანქციებს ამკაცრებს
11:04 13.02.2018
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, მთავრობა უკანონო ხე–ტყის ჭრაზე სანქციებს ამკაცრებს. შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების ინიცირება საქართველოს პარლამენტში უკვე განხორციელდა.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ახალი ინიციატივის შესახებ ინფორმაცია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრისგან, ლევან დავითაშვილისგან მოისმინეს.
ცვლილებები გათვალისწინებულია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა და სისხლის სამართლის კოდექსებში. ცვლილებები გულისხმობს სანქციების გამკაცრებას, კერძოდ, ხე-ბუჩქნარის უკანონოდ გაჩეხვისათვის თუკი პირი ადმინისტრაციული სახდელის შემდგომ განმეორებით ჩაიდენს იმავე ქმედებას, მის მიმართ დადგება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საკითხი. ამავდროულად, ,,წითელი ნუსხის“ სახეობების ბუნებრივი გარემოდან ნებართვის გარეშე მოპოვება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას გამოიწვევს; სახერხი საამქროს შესაბამისი რეგისტრაციის პროცედურების გავლის გარეშე მოწყობისათვის ასევე დადგება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა. გასათვალისწინებელია, რომ უკანონოდ მოპოვებული მრგვალი ხე-ტყის (მორის), ხე-მცენარის ან საშეშე მერქნის ტრანსპორტირებისას, სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დადგება იმ შემთხვევაში, როდესაც პირი ანალოგიური ქმედებისათვის არის ადმინისტრაციულად სახდელ დადებული. მნიშვნელოვნად გაიზრდება ადმინისტრაციული ჯარიმების ოდენობა ტყის ფონდისა და დაცულ ტერიტორიებზე ხე-ბუჩქნარის, ტყის კულტურების მოსპობისა და დაზიანებისათვის. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ცვლილება ეხება ბრაკონიერობის წინააღმდეგ სახელმწიფოს მხრიდან ქმედითი ღონისძიებების გატარებას, კერძოდ, თუკი პირი ადმინისტრაციული სახდელის დადების შემდეგ განმეორებით დაარღვევს ნადირობის წესებს, მას ჩამოერთმევა სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის ტარების უფლება გარკვეული ვადით.
„უკომპრომისო ბრძოლას ვუცხადებთ როგორც ხე-ტყის უკანონო ჭრას, ისე იმ კანონსაწინააღმდეგო ქმედებებს, რომლებიც გარემოს აზიანებს. გარემოს ზედამხედველობის დეპარტამენტს უდიდესი ფუნქცია აკისრია. ცვლილებები, რომელიც სანქციების გამკაცრებას ითვალისწინებს, ზედამხედველობის დეპარტამენტს მიეხმარება ყოველდღიურ აღსრულების პროცესში. გამკაცრებული სანქციების ამოქმედება უფრო ეფექტიანს გახდის გარემოსდაცვითი მიმართულებით არსებულ ღონისძიებებს“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის რეგიონულ სამმართველოში 41 საშტატო ერთეულია. რეგიონული სამმართველო გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში გაცემული ლიცენზიებისა და ნებართვების პირობების შესრულებას აკონტროლებს; გარემოსდაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების განყოფილების თანამშრომლები კი 24 საათის განმავლობაში პატრულირებენ და უკანონოდ მოპოვებული ბუნებრივი რესურსების გამოვლენასა და აღკვეთას ახდენენ.




FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა