logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
თბილისის მერი ადგილობრივი თვითმმართველობის პირველ ახალგაზრდულ ფორუმს დაესწრო
თბილისის მერი ადგილობრივი თვითმმართველობის პირველ ახალგაზრდულ ფორუმს დაესწრო
15:53 12.02.2018
დედაქალაქის მერი კახა კალაძე პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან ერთად, თბილისის საკრებულოში, ადგილობრივი თვითმმართველობის პირველ ახალგაზრდულ ფორუმს დაესწრო. ახალგაზრდულ ფორუმს საფუძველი თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ორგანიზებითა და სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის ინიციატივით ჩაეყარა.

თბილისის მერმა ფორუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართა და დედაქალაქში დაგეგმილი პროექტების განხორციელების პროცესში ახალგაზრდების ჩართულობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„ძალიან მიხარია, რომ დღეს აქ ამდენ ახალგაზრდას ვხედავ. მინდა, წარმატებები გისურვოთ და გითხრათ, რომ თქვენი როლი ზოგადად, ქვეყნის განვითარებასა და წინსვლაში ძალიან მნიშვნელოვანია. თქვენ უნდა იყოთ მთავარი მამოძრავებელი ძალა, რომ რაც შეიძლება ბევრი ახალგაზრდა ჩავრთოთ რეგიონებში, კონკრეტულ მუნიციპალიტეტებში იმისთვის, რომ დაგეგმილი პროექტების განხორციელება შევძლოთ. მე, როგორც დედაქალაქის მერს, სამომავლოდ, ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი პროექტები მაქვს დაგეგმილი, რომლის განხორციელებასაც ვაპირებ. დღეს ერთი საინტერესო პროექტი უკვე წარმოვადგინეთ და დარწმუნებული ვარ, რომ საკუთარი იდეების მოწოდებით, მასში ძალიან ბევრი ახალგაზრდა იქნება ჩართული“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, დედაქალაქის მერია ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ელექტრონულ პორტალზე - „შენი იდეა ქალაქის მერს“ შემოსული იდეებისა და პროექტების რეალიზება მოხდეს.

„საკრებულოსთან ერთად, ასევე, ახალგაზრდების ჩართულობით საინტერესო პროექტი გვაქვს დაგეგმილი, რასაც ეტაპობრივად წარმოგიდგენთ. მჯერა, რომ ერთად შევძლებთ იმ სირთულეების გადალახვას, რომელიც დღეს ჩვენი ქვეყნისთვის აქტუალურია“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

ადგილობრივი თვითმმართველობის ახალგაზრდული ფორუმი საქართველოში წელს პირველად იმართება. ღონისძიების დელეგატები საქართველოს 64-ვე მუნიციპალიტეტის საკრებულოს ახალგაზრდა წევრები არიან.

დელეგატებმა საკუთარი საქმიანობის შესახებ მოხსენებები წარადგინეს და თანამშრომლობის შემდგომ ნაბიჯებზე იმსჯელეს. ფორუმის ფარგლებში, ასევე, შემუშავდება საერთო წინადადებები, რასაც ერთიან რეზოლუციაზე ხელმოწერით დაადასტურებენ.

ახალგაზრდულ ფორუმს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, საერთაშორისო, დონორი ორგანიზაციებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, ასევე, დედაქალაქის მთავრობის წევრები ესწრებოდნენ.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა