logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
მაკა გვარამია: სასწრაფო დახმარების ცენტრის მისამართით გამოთქმული ბრალდებები აბსოლუტური სიცრუეა
მაკა გვარამია: სასწრაფო დახმარების ცენტრის მისამართით გამოთქმული ბრალდებები აბსოლუტური სიცრუეა
15:13 11.02.2018
თბილისის სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრის ხელმძღვანელი მაკა გვარამია ცენტრის მისამართით ბოლო დღეებში გამოთქმულ ბრალდებებს პასუხობს და მედიასაშუალებებით გავრცელებულ ინფორმაციას მიზანმიმართულ სიცრუეს უწოდებს.

როგორც დღეს თბილისის მერიაში გამართულ ბრიფინგზე მაკა გვარამიამ განაცხადა, საუბარია რამდენიმე სამედიცინო დაწესებულების მფლობელის მიერ გამოთქმულ მოსაზრებაზე, თითქოს, ცენტრის ხელმძღვანელობა სხვა კლინიკებთან კორუფციულ გარიგებაშია შესული და პაციენტები მხოლოდ მათთან გადაჰყავთ.

„ბოლო დღეების განმავლობაში, მედიასაშუალებებით ძალიან აქტუალურად ვრცელდება ზოგიერთი კლინიკის მხრიდან მიზანმიმართული განცხადებები, თითქოსდა, სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრის ხელმძღვანელობა კონკრეტულ კლინიკებთან არის გარიგებული და პაციენტების შეყვანა მხოლოდ ამ კლინიკებში ხდება, რაც აბსოლუტური სიცრუეა“, - აღნიშნა მაკა გვარამიამ.

სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრის ხელმძღვანელის განცხადებით, ერთადერთ არგუმენტად სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ გამოქვეყნებული დასკვნაა მოყვანილი, რომელიც მთლიანად, ქვეყანაში სასწრაფო-სამედიცინო დახმარების სისტემას ეხება და 2014-2015 წლების პერიოდს მოიცავს.

„მათ არგუმენტად მოჰყავთ მხოლოდ ერთადერთი რამ - ეს არის აუდიტის დასკვნა, რომელიც 2014-2015 წლების დასკვნაა და მოიცავს არა მხოლოდ სასწრაფო- სამედიცინო დახმარებაზე გაკეთებულ რჩევებს, არამედ ეს არის ზოგადად, სისტემური რჩევები ჰოსპიტალიზაციასთან დაკავშირებით, რაც ჩვენთვის მისაღებია და ხარვეზების გამოსწორებაზე მუშაობას ვიწყებთ“, - განაცხადა მაკა გვარამიამ. რაც შეეხება უკმაყოფილო სამედიცინო დაწესებულებების ბრალდებებს, თითქოს, მათ პაციენტთა ნაკადი უმცირდებათ, გვარამიას თქმით, ეს აბსოლუტური სიცრუეა. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციის საზოგადოებასთან და მედიასთან ურთიერთობის სამსახური შარტავას ქ. N-7. ტელ: +995 32 2 37 85 88; presscentre@tbilisi.gov.ge WWW.TBILISI.GOV.GE სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრის ხელმძღვანელმა ბრიფინგზე ოფიციალური სტატისტიკური მონაცემები წარადგინა, რომლის მიხედვითაც, პაციენტის კლინიკაში გადაყვანა კონკრეტული კლინიკის სერვისების, შესაძლებლობების, ტერიტორიული პრინციპისა და პაციენტის შემხვედრი საჭიროებების გათვალისწინებით ხდება.

„რაც შეეხება იმ კლინიკებს, რომლებიც მუდმივად მანიპულირებენ იმით, თითქოს, ჰოსპიტალიზაცია მათ კლინიკებში შემცირდა, მინდა მოგახსენოთ, რომ ბოლო წლების განმავლობაში, ჰოსპიტალური სექტორი ფართოდ განვითარდა და კლინიკების რაოდენობამ იმატა. შესაბამისად, კონკურენტული გარემო შეცვლილია. აქედან გამომდინარე, სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრი პაციენტების კლინიკებში გადაყვანას კონკრეტული კლინიკების სერვისების, შესაძლებლობების, ტერიტორიებისა და პაციენტების შემხვედრი საჭიროების გათვალისწინებით ახორციელებს“, - განაცხადა მაკა გვარამიამ.

თბილისის სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრის ხელმძღვანელის თქმით, ცილისმწამებლური განცხადებები ცენტრში დასაქმებული ექიმების ღირსებას ლახავს, რომლებიც მოქალაქეთა დასახმარებლად და სიცოცხლის გადასარჩენად, 24 საათიან რეჟიმში მუშაობენ.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა