logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ნინოწმინდაში სამხარეო საკონსულტაციო საბჭოს გასვლითი სხდომა გაიმართა
ნინოწმინდაში სამხარეო საკონსულტაციო საბჭოს გასვლითი სხდომა გაიმართა
11:22 09.02.2018
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში სამცხე-ჯავახეთის სამხარეო საკონსულტაციო საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა, რომელსაც ტრადიციულად მხარის გუბერნატორი აკაკი მაჭუტაძე უძღვებოდა.
საბჭოს წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული სხვადასხვა საკითხები განიხილეს. მათ შორის, მოიწონებული იქნა სამცხე-ჯავახეთის სტრატეგიული განვითარების 2018-2021 წლების სამოქმედო გეგმა. ჯამში მხარის მასშტაბით, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის, მთის ფონდის, მუნიციპალური განვითარების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტების დაფინანსებით 323 212 590 ლარის ღირებულების 1382 პროექტის განხორციელება იგეგმება, ინფრასტრუქტურის, სოციალური, ჯანდაცვის, ტურიზმის, განათლებისა და კულტურის მიმართულებით. მხარისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ასევე, დეტალურად განიხილეს მიმდინარე 2018 წელს დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები.
რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 2018 წელს სამცხე-ჯავახეთში 19 033 533 ლარის ღირებულების 38 მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდება. პრიორიტეტების მიხედვით ესენია: გზების რეაბილიტაციის 25 პროექტი, სასმელი წყლისა და საკანალიზაციო სისტემების რეაბილიტაციის 3 პროექტი. ამასთანავე, მხარის მუნიციპალიტეტებში დაგეგმილია სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურული სამუშაოებიც, მათ შორის, სანიაღვრე კოლექტორისა და საყრდენი კედლების, მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსების, დეკორატიული კედლებისა და ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობის, სოფლად გარე განათების სისტემების, საბავშვო ბაღების, ადმინისტრაციული შენობებისა და ახალგაზრდული ცენტრების მშენებლობა-რეაბილიტაცია. გარდა ამისა, სხდომის ფარგლებში რეგიონისა და მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებს ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის წარმომადგენლებმა ის პროგრამები და გეგმები გააცნეს, რომელთა განხორციელებაც იგეგმება საჯარო მოხელეთა გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების, ასევე არაქართულენოვან მუნიციპალიტეტებში სახელმწიფო ენის სრულფასოვნად სწავლების მიზნით. სამხარეო საკონსულტაციო საბჭოს სხდომას ესწრებოდნენ გუბერნატორის მოადგილე გიორგი მიქელაძე, რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის უფროსი მარინა გაჩეჩილაძე, მხარის მუნიციპალიტეტების მერები, საკრებულოს თავმჯდომარეები და მათი მოადგილეები. აღნიშნული საბჭო გუბერნატორთან არსებული საკონსულტაციო ორგანოა, რომელიც საქმიანობს საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით“ დადგენილი წესით. დებულების თანახმად საბჭო მინიმუმ სამ თვეში ერთხელ იკრიბება, წინა სხდომა გასული წლის 29 დეკემბერს გაიმართა.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა