logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
 მიხეილ ჯანელიძე: დარწმუნებული ვარ თსუ ტრადიციულად იქნება პროცესების ავანგარდში და წვლილს შეიტანს ახალი სტანდარტების დამკვიდრებაში
მიხეილ ჯანელიძე: დარწმუნებული ვარ თსუ ტრადიციულად იქნება პროცესების ავანგარდში და წვლილს შეიტანს ახალი სტანდარტების დამკვიდრებაში
14:38 08.02.2018
„ზუსტად 100 წლის წინ დაიწყო უმნიშვნელოვანესი ახალი ეტაპი ჩვენი ქვეყნის მრავალსაუკუნოვანი სახელმწიფოებრიობის ისტორიაში. ამ მოვლენას, საქართველოს გონების სუვერენობის აღდგენაც კი უწოდეს“- ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 100 წლის უიბილისადმი მიძღვნილი სიმპოზიუმის მონაწილეებს.


მან სახელმწიფო უნივერსიტეტს, პროფესორ-მასწავლებლებს და სტუდენტებს მიულოცა საიუბილეო თარიღი და ხაზი გაუსვა ამ თარიღის მნიშვნელობას საქართველოს დემოკრატიული განვითარების პროცესში


საქართველოს პირველმა საგარეო საქმეთა მინისტრმა, ბატონმა ალექსანდრე ჩხენკელმა, გახსნით სიტყვაში ბრძანა, „რომ უნივერსიტეტის გახსნა მიეწერება დიდ მოძრაობას, რომელშიც აქტიურ მონაწილეობას იღებდა ქართველი ერი, მისი დემოკრატია... დემოკრატიის ღვაწლმა მოგვივლინა დღევანდელი დღესასწაული.“


მიხეილ ჯანელიძის შეფასებით უნივერსიტეტი დაფუძნების დღიდან იქცა ისტორიული ტრადიციების მატარებელ, პროგრესისა და დემოკრატიის განვითარების უმთავრეს ცენტრად და მან უდიდესი წვლილი შეიტანა ახალი, დემოკრატიული იდეებით აღჭურვილი თაობის პატრიოტული სულისკვეთების ჩამოყალიბებაში.


„შარშან, საგარეო საქმეთა სამინისტრომ, დიპლომატიის დღე აღნიშნა ივანე ჯავახიშვილის უნივერსიტეტში. ეს იყო მართლაც გამორჩეული ფორმატი, რომელმაც ახალგაზრდა თაობას და გამოცდილ დიპლომატებს საქართველოს და მსოფლიოს გამოწვევებზე თავისუფალ ფორმატში აზრის გაცვლის შესაძლებლობა მისცა.


მისივე განცხადებით, პირველი ეროვნული უნივერსიტეტის გახსნა იყო უდიდესი ისტორიული მოვლენა არამარტო საქართველოსთვის არამედ მთელი სამხრეთ კავკასიის რეგიონისთვის. „უნივერსიტეტის კარი ღია იყო და არის ყველასთვის და იგი არის კულტურათა დაახლოების და ტოლერანტული განწყობების ჩამოყალიბების ცენტრი“-აღნიშნა მინისტრმა.


ვიცე-პრემიერმა საკუთარ გამოსვლაში ხაზი გაუსვა უნივერსიტეტის განსაკუთრებულ როლს, როგორც საქართველოს განვითარებისა და ევროპული მისწრაფებების რეალიზაციის, ისე საერთაშორისო საზოგადოების წინაშე არსებული გამოწვევების დაძლევისთვის.

„ჩვენ ვეძებთ გზებს, თუ როგორ გავუმკლავდეთ მსოფლიოს მასშტაბით, და განსაკუთრებით ჩვენს რეგიონში, წინა საუკუნეების პოლიტიკის გამოძახილს, რომელიც ეფუძნება სამხედრო აგრესიით, თანამდროვე საერთაშორისო წესრიგის ძირეული პრინციპების ხელყოფას.

გლობალიზაცია, ახალ შესაძლებლობებს და საფრთხეებს ქმნის. ჩვენ ვეძებთ გზებს თუ როგორ მოვერგოთ მეოთხე ინდუსტრიულ რევოლუციას. როგორ შევცვალოთ განათლების სისტემა ისე, რომ შევძლოთ სწრაფად განვითარებადი ხელოვნური ინტელექტის, ვირტუალური რეალობის და ციფრული სამყაროს ადამიანის სამსახურში ჩაყენება. ამისათვის, აუცილებელია განათლების სფეროს ფუნდამენტური გადააზრება. ჩვენ უნდა ვასწავლოთ მომავალ თაობებს ის, რასაც ვერ ისწავლის ხელოვნური ინტელექტი! ეს, პირველ რიგში, არის თავისუფალი აზროვნება და ადამიანური ფასეულობები, ის რაც მარადიულია და კაცობრიობის განვითარების საფუძველს წარმოადგენს. დარწმუნებული ვარ, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ტრადიციულად იქნება პროცესების ავანგარდში, “- განაცხადა ჯანელიძემ



საკუთარ გამოსვლაში მიხეილ ჯანელიძემ განსაკუთრებით გაუსვა ხაზი საიუბილეო სიმპოზიუმში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მონაწილეობას. „უწმინდესმა და უნეტარესმა ამ წლების განმავლობაში ფასდაუდებელი შრომა გასწია ქვეყანაში, რათა სულიერი ფასეულობები აემაღლებინა ჩვენს საზოგადოებაში და ხელი შეეწყო ჩვენი ერის განსწავლულობისათვის. 1918 წელს, გახსნით ღონისძიებაზე, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა კირიონ მეორემ როგორც ბრძანა - „სარწმუნოება არასდროს მტრულად არ უცქეროდა მეცნიერებას და ამიტომ იგი მუდამ ეკედლებოდა სარწმუნოებებს.“- განაცხადა მინისტრმა.


მისივე განცხადებით სიმბოლურია, რომ უნივერსიტეტის დამფუძნებლებმა დავით აღმაშენებლის ხსენების დღე შეარჩიეს უნივერსიტეტის დაარსების დღეს, რითიც „ნათელი გახადეს, თუ რა შორსმჭვრეტელ და დიად მიზანს ემსახურებოდა მათი წამოწყება.


მინისტრი მიესალმა უინესკოს მიერ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იუბილეს შეიტანას მსოფლიოს 2018 ღირსშესანიშნავ თარიღთა სიაში.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა