„თიბისი ბანკის“ პროექტ „12“-ის ფარგლებში შექმნილი ნამუშევრების პრეზენტაცია გაიმართება.
ღონისძიება ხვალ, 9 თებერვალს იგეგმება.
პროექტი „12“ ახალგაზრდა ხელოვანების მხარდასაჭერი პლატფორმაა, რომელიც წელს პეტრე ოცხელის 110 წლის იუბილეს ეძღვნება.
სპეციალურად პროექტისთვის, 12 ახალგაზრდა არტისტის მიერ შეიქმნა პეტრე ოცხელის ნამუშევრების ინტერპრეტაცია ციფრულ ხელოვნებაში, ანიმაციაში, საუნდში, ვიდეოსა და სხვა თანამედროვე ფორმატებში.
პრეზენტაცია 19:00 საათზე დაიწყება.

















