logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ევროპულ უნივერსიტეტებში ქართველოლოგიური ცენტრები გაიხსნება
ევროპულ უნივერსიტეტებში ქართველოლოგიური ცენტრები გაიხსნება
22:25 07.02.2018
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 100 წლის იუბილის ფარგლებში ურთიერთგაგების მემორანდუმებსა და განზრახულობათა ოქმებს მოეწერა ხელი.

ქართველოლოგიური ცენტრების შექმნასა და დაფინანსების საკითხებთან დაკავშირებით განზრახულობათა ოქმებს თსუ რექტორმა გიორგი შარვაშიძემ, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა და შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის დირექტორმა მანანა მიქაბერიძემ ოთხი ევროპული უნივერსიტეტის წარმომადგენლებთან მოაწერეს ხელი.

ხელშეკრულების ფარგლებში გაძლიერდება მუშაობა უნგრეთის, ლიტვის, ესტონეთის, გერმანიის წამყვან უნივერსიტეტებში. თსუ რექტორის, გიორგი შარვაშიძის თქმით, მოგვიანებით, თურქეთის დუჯეს და იენის ფრიდრიხ შილერის უნივერსიტეტებთან გაფორმდება ხელშეკრულება.

„ხელშეკრულების შინაარსი გულისხმობს, რომ ამ ქვეყნებში, ამ უნივერსიტეტებში ჩვენს წარგზავნილ ახალგაზრდა დოქტორანტებს, სტუდენტებს და ახალ კურსდამთავრებულებს მიეცემათ საშუალება, ჩაატარონ კვლევა დამოუკიდებლად, წაიკითხონ ლექციები ქართველოლოგიაში და ეს იქნება ჩენი ქვეყნის, ჩვენი ერის, ჩვენი კულტურის და ჩვენი ენის პოპულარიზაცია,“ - აღნიშნა გიორგი შარვაშიძემ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიხეილ ჩხენკელის განცხადებით-„დღეს, ძალიან მნიშვნელოვან დოკუმენტებს მოეწერა ხელი. ეს მემორანდუმი ითვალისწინებს ქართული ენის, ქართული ლიტერატურის, საქარველოს ისტორიისა და კულტურის შესწავლას, ამ პროცესში აქტიურად იქნებიან ჩართული ჩვენი პროფესორებიც. ცენტრები საშუალებას მისცემს უცხოელ სტუდენტებს, საფუძვლიანად შეისწავლონ საქართველოს ისტორია და კულტურა“.

„თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ერთობლივი ინიციატივა ემსახურება ქართული ენის, ქართული კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაციას ევროპული უნივერსიტეტების სამეცნიერო და აკადემიურ საზოგადოებაში. ჩვენ ვთვლით, რომ ეს ნამდვილად არის სახელმწიფო მნიშვნელობის საქმე და ერთ-ერთი წინგადადგმული ნაბიჯი საქართველოს შემსწავლელი მეცნიერებების განვითარებისათვის,“ - განაცხადა ეროვნული სამეცნიერო ფონდის დირექტორმა მანანა მიქაბერიძემ.

თსუ-სა და ევროპის პარტნიორ უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული მემორანდუმი უნივერსიტეტებს შორის არსებული ურთიერთობის განვითარებას, ერთობლივი საგანმანათლებლო პროგრამების შექმნას, გაცვლით პროგრამებში ჩართვას ითვალისწინებს.

„ჩვენთვის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პარტნიორია, ვინაიდან აქ ვახორციელებთ სამაგისტრო პროგრამას და ვიმედოვნებთ, რომ დღევანდელი დღე კიდევ უფრო მეტად გაამყარებს ამ თანამშრომლობას, რომელიც მრავალი წელი უნდა გაგრძელდეს,“ - აღნიშნა შპაიერის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორმა ჰოლგარ მიულენკამფმა.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა