logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
გიორგი კვირიკაშვილი: დავიწყეთ სოფლებში „მინი“ საბაგირო გზების დამონტაჟება
გიორგი კვირიკაშვილი: დავიწყეთ სოფლებში „მინი“ საბაგირო გზების დამონტაჟება
11:54 07.02.2018
საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, მთავრობამ სოფლებში „მინი“ საბაგირო გზების დამონტაჟება დაიწყო.

ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა დღევანდელ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

“ეკონომიკის სამინისტროს „მთის კურორტების განვითარების კომპანიამ“ აღმოაჩინა „მინი“ საბაგიროების მწარმოებელი გერმანული კომპანია. მნიშვნელოვანია, რომ ეს არ ჯდება ძვირი, დაახლოებით, 25 000 ევროს ფარგლებშია თითო ასეთი საბაგიროს ფასი და არის 200-300 მეტრის სიგრძის. ჩვენ სვანეთში დავიწყეთ საპილოტე პროექტი - უშგულში, უშხვანარში, მაზერში და ეცერში - ზემო სვანეთში და დაბა ლენტეხში, ქვემო სვანეთში უკვე დავამონტაჟეთ საბაგირო გზები და ვერ წარმოიდგენთ, თუ რამხელა პოპულარობით სარგებლობს“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ ახალი წამოწყება აუცილებლად გაგრძელდება ქვეყნის სხვა მაღალმთიან რეგიონებშიც, სადაც მეტეოროლოგიური მონაცემები და რელიეფი ამის საშუალებას იძლევა. მისივე განცხადებით, უპირველეს ყოვლისა, მნიშვნელოვანია, რომ მცირე ზომის საბაგირო გზები ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას შეუწყობს ხელს და ბავშვებს შესაძლებლობა ექნებათ იმ სოფლებში, სადაც ცხოვრობენ განავითარონ საკუთარი შესაძლებლობები სამომავლო კარიერისათვის.

„მთები არის ჩვენი სიმდიდრე და მთები არის, ასევე, ჩვენი შესაძლებლობა, იმისათვის, რომ მთელი ქვეყანა დავმუხტოთ და რეალიზება გავუკეთოთ ამ ღვთისგან ბოძებულ სიმდიდრეს, რომელიც საქართველოს გააჩნია. ეს გამოიწვევს უზარმაზარ აქტივობას მთიან რეგიონებში. ზაფხულში, ასევე, ვაპირებთ სასეირნო და მთამსვლელებისთვის განკუთვნილი ბილიკების გაკეთებას. ასევე, ამ ბილიკების გასწვრივ საჭირო ტურისტული ინფრასტრუქტურა მოეწყობა, სადაც ადგილობრივები დასაქმდებიან. ადგილობრივი ინვესტორების იმ მცირე შესაძლებლობებსაც გამოვიყენებთ, რაც მათ გააჩნიათ და სახელმწიფო, რა თქმა უნდა, დაეხმარება ამ მიმართულების განვითარებას. ასე რომ, კიდევ ერთხელ ვამბობ, მთები არის ჩვენი სიმდიდრე და მთები არის ის, რაც საქართველოს საშუალებას მისცემს, რომ ეკონომიკური მდგომარეობა მოკლე პერიოდში მნიშვნელოვნად შეცვალოს უკეთესობისკენ,“ - აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა