logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
N40 ბაღის დირექტორმა ავარიული ბაღის აღსაზრდელებს საკუთარი სამუშაო კაბინეტი დაუთმო
N40 ბაღის დირექტორმა ავარიული ბაღის აღსაზრდელებს საკუთარი სამუშაო კაბინეტი დაუთმო
18:34 06.02.2018
თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი კახაბერ გვანცელაძე N40 ბაგა-ბაღში იმყოფებოდა, სადაც ავარიულობის გამო დახურული N19 ბაგა-ბაღიდან 70-მდე აღსაზრდელი გადავიდა.

დედაქალაქის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, ბაღის ორი ჯგუფი თავდაპირველად, ღონისძიებების დარბაზში განათავსეს, თუმცა იმის გამო, რომ ბაგა-ბაღის ერთ-ერთი აღსაზრდელი, რომელსაც აუტისტური სპექტრის აშლილობა აქვს, განსხვავებულ გარემოს ვერ შეეგუა, ბაღის დირექტორმა ლამარა ჯალაღანიამ საკუთარი სამუშაო კაბინეტი გაათავისუფლა, სადაც კიდევ ერთი სააღმზრდელო ოთახი მოეწყო.

განსაკუთრებული საჭიროების მქონე აღსაზრდელის პრობლემების შესახებ სააგენტოს ხელმძღვანელ კახაბერ გვანცელაძეს რამდენიმე დღის წინ, თავად აღსაზრდელის მშობელი ესაუბრა და აღნიშნული ვითარების გათვალისწინება სთხოვა, რადგან მშობლის განმარტებით, ბავშვს ბაღის სპეცპედაგოგისა და აღმზრდელის ერთობლივი მუშაობის შედეგად, მნიშვნელოვანი წარმატება ჰქონდა და ამ ვითარებაში, მისთვის გარემოს შენარჩუნება მნიშვნელოვანი იყო.

აღნიშნული შეხვედრის შემდეგ, კახაბერ გვანცელაძის გადაწყვეტილებით, N19 ბაღში სპეცპედაგოგი დაინიშნა, რომელიც სხვა ბაღებში გადანაწილებულ ბავშვებთან იმუშავებდა, N40 ბაღში მყოფ ბავშვებთან კი, სწორედ ის პედაგოგი დარჩებოდა, რომელიც სპეციალური საჭიროების მქონე კონკრეტულ აღსაზრდელთან მუშაობდა.

კახაბერ გვანცელაძე N19 ბაღის აღსაზრდელებს მასპინძელ ბაღში დღეს პირადად ეწვია და N40 ბაღის დირექტორს გულისხმიერებისთვის მადლობა გადაუხადა.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა