logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
კახა კალაძე ევროპის „ღია მმართველობის პარტნიორობის“ ლიდერთა ფორუმს დაესწრო
კახა კალაძე ევროპის „ღია მმართველობის პარტნიორობის“ ლიდერთა ფორუმს დაესწრო
09:38 06.02.2018
დედაქალაქის მერი კახა კალაძე ევროპის „ღია მმართველობის პარტნიორობის” (OGP) ლიდერთა ფორუმს დაესწრო. თბილისის მერმა ფორუმის მონაწილეებს ღია მმართველობისა და მოქალაქეთა ჩართულობის კუთხით დაგეგმილი სიახლეები გააცნო.

თბილისის მერიამ ფორუმის ფარგლებში გამართულ სადისკუსიო სესიაზე, დამსწრე საზოგადოებას ახალი ელექტრონული პეტიციების პორტალი - „შენი იდეა ქალაქის მერს” წარუდგინა, რომელიც სამოქალაქო და ბიზნესსექტორის აქტიური ჩართულობითა და პარტნიორ ორგანიზაციებთან მჭიდრო თანამშრომლობით განხორციელდა.

კახა კალაძის განცხადებით, მისასალმებელია, რომ თბილისი ერთ-ერთი პირველი დედაქალაქია, რომელიც „ღია მმართველობის პარტნიორობას” შეუერთდა და წელს, გლობალური სამიტის მასპინძელი ქალაქი სწორედ ის იქნება.


„ძალიან მნიშვნელოვანი ფორუმი იყო, რომელსაც ორგანიზაციის წევრი ქვეყნების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. მათ ღია მმართველობასთან დაკავშირებით ჩვენი ხედვები გავაცანით, თუ რა პროექტების განხორციელებას ვაპირებთ მომდევნო წლების განმავლობაში. პირველი პროექტი „შენი იდეა ქალაქის მერს“ უკვე მომზადებულია, რომლის პრეზენტაციასაც მომდევნო დღეებში დედაქალაქის მოსახლეობისთვის გავმართავთ. მათ ექნებათ ყველანაირი შესაძლებლობა, რომ ქალაქის მართვაში ჩაერთონ, ასევე წარმოადგინონ გარკვეული პროექტები, რომელიც შესაძლებელია, მომდევნო წლების განმავლობაში დედაქალაქის მერიამ მათთან ერთად განახორციელოს“, - განაცხადა კახა კალაძემ.


მისი თქმით, „ღია მმართველობის პარტნიორობის“ გლობალური სამიტის ფარგლებში, 17 ივლისს, თბილისს 75-მდე ქვეყნის წარმომადგენელი ეწვევა, რაც მსოფლიოსთვის საქართველოს გაცნობის კიდევ ერთ შესაძლებლობას იძლევა.

„ეს ღონისძიება მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ შეგვიძლია, მსოფლიოს ჩვენი ქვეყანა და ის პროექტები გავაცნოთ, რომელიც ღია მმართველობასთან დაკავშირებით გვაქვს დაგეგმილი. მოხარული ვართ, რომ ჩვენს დედაქალაქს ეს შესაძლებლობა მიეცა“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

ევროპის „ღია მმართველობის პარტნიორობის“ ლიდერთა ფორუმს, OGP-ის აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარის რანგში, საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი დაესწრო.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა