logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
მარიამ ჯაში: უნდა დავიცვათ მკაცრი საზღვარი, რომ საპოლიციო რეჟიმს არ დაემსგავსოს მანდატურის სამსახური
მარიამ ჯაში: უნდა დავიცვათ მკაცრი საზღვარი, რომ საპოლიციო რეჟიმს არ დაემსგავსოს მანდატურის სამსახური
18:17 05.02.2018
განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, მარიამ ჯაშმა მანდატურების სამსახურის რეფორმირებასთან დაკავშირებით „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში შესატანი ცვლილებების პროექტის განხილვაში მიიღო მონაწილეობა.

როგორც მარიამ ჯაშმა განაცხადა, ხვალ პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის სხდომაზე, სამუშაო რეჟიმში, დეტალურად განიხილავენ აღნიშნულ კანონპროექტს.

მისი თქმით, მანდატურების სამსახურის რეფორმირებასთან დაკავშირებით ქმედითი ნაბიჯებია გადასადგმელი, თუმცა საჭიროა მკაცრი საზღვრის დაცვა.

„რეალურად ჩვენ ვშიშობთ, თუ როგორ შეიძლება სკოლაში ჩაიწეროს იგივე დაყოვნების თემა, მაგრამ მეორე მხრივ, ქმედითი ნაბიჯის გადადგმა ჭირდება მანდატურის სამსახურს, რომ ვთქვათ, იარაღიანი ბავშვი ელემენტარულად შეაჩეროს დანაშაულის ჩადენიდან. ჩვენ, რეალურად ქმედითი მოქმედების უფლება უნდა მივანიჭოთ მანდატურების სამსახურს, თუმცა ბუნებრივია, უნდა დავიცვათ მკაცრი საზღვარი, რომ საპოლიციო რეჟიმს ნამდვილად არ დაემსგავსოს ეს სისტემა“,-განაცხადა მარიამ ჯაშმა.

განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ ისაუბრა სხვა ქვეყნების გამოცდილებაზეც და აღნიშნა, რომ მისთვის, როგორც კომიტეტის თავმჯდომარისთვის, მთავარია მაქსიმალურად სწრაფად დაიწყოს სკოლის უსაფრთხოების თემის კანონის დონეზე დარეგულირება.

მარიამ ჯაშის განცხადებით, აღნიშნული თემა კომპლექსურია და მოითხოვს ერთიანი კონცეფციის შემუშავებას.

„ჩვენ აუცილებლად გვჭირდება ერთიანი კონცეფცია. ეს უნდა იყოს რამდენიმე პუნქტიანი გეგმა, რომელიც მოიცავს როგორც მანდატურის სამსახურის რეფორმას, ასევე ფსიქოლოგებისა და მშობლების ჩართულობას და ერთ-ერთ მნიშვნელოვან თემას - იარაღის ხელმისაწვდომობის საკითხი“,- აღნიშნა განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ.

მარიამ ჯაშმა, კომიტეტის სახელით, მზადყოფნა გამოთქვა ყველა დაინტერესებულ მხარესთან თანამშრომლობისთვის.

შეხვედრას შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილი და განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაური უძღვებოდნენ.

შეხვედრას, სხვადასხვა სახელმწიფო უწყების, პარლამენტის, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

„ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი უახლოეს დღეებში წარედგინება საქართველოს პარლამენტს.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა