მღვდელმოწამე კირიონ კათალიკოსის სახელობის ტაძარში დღეს, ტაძრის დღესასწაულს აღნიშნავენ.
როგორც „ნიუსპრესს“ ტაძრის წინამძღვარმა არქიმანდრიტმა მამა იასკმა განუცხადა, დღესასწაულთან დაკავშირებით საზეიმო წირვა-ლოცვა 09:00 საათზე აღევლინება. წირვას თავად ტაძრის წინამძღვარი აღავლენს.
წმინდა მღვდელმოწამე კირიონ კათალიკოსის სახელობის ტაძარი 27 სექტემბერს გაიხსნა, თუმცა, ტაძრის დღესასწაული დღეს პირველად აღინიშნება.
ტაძრის მშენებლობა 2003 წელს დაიწყო და ჯერაც არ დასრულებულა. ტაძარი გლდანის მეშვიდე და მერვე მიკრორაიონებს შორის მდებარეობს.

















