logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
შოთა რეხვიაშვილმა დევნილთა განსახლების ახალ პროექტებთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა
შოთა რეხვიაშვილმა დევნილთა განსახლების ახალ პროექტებთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა
14:50 05.02.2018
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო, დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროგრამის ფარგლებში აცხადებს ბაზრის კვლევას როგორც დასრულებული (ექსპლოატაციაში მიღებული), ისე მშენებარე ბინების შესყიდვაზე მთელი საქართველოს მასშტაბით.

აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით, დევნილთა და განსახლების მინისტრის მოადგილემ შოთა რეხვიაშვილმა ბრიფინგი გამართა.

მინისტრის მოადგილის განცხადებით, პრიორიტეტი მიენიჭება ყველა იმ სამშენებლო კომპანიას, რომელიც წარმოადგენს დაბალ ფასს და ბინების მოწოდებას უმოკლეს ვადებში განახორციელებს. ასევე, უპირატესობა მიენიჭება 2 და 3-ოთახიან ბინებს. რეაბილიტირებულ შენობების საკითხს კი სამინისტრო არ განიხილავს.

განაცხადების მიღება 2018 წლის 25 იანვარს დაიწყო და ის 10 თებერვლამდე გაგრძელდება. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული ინფორმაცია აიტვირთა სამინისტროს ვებგვერდზე, სამინისტრომ მაინც მიმართა მენაშენეთა ასოციაციას, რომელიც 45-მდე სამშენებლო კომპანიას აერთიანებს და მათგან არაერთი საინტერესო წინადადება მიიღო.

გამომდინარე იქიდან, რომ წარმოდგენილი ვადები იწურება, დევნილთა სამინისტრო კიდევ ერთხელ მოუწოდებს სამშენებლო კომპანიებს, გააქტიურდნენ და შემოიტანონ განაცხადები.

დევნილთა და განსახლების მინისტრის მოადგილემ შოთა რეხვიაშვილმა ე.წ იპოთეკური სესხის დაფარვის წარმატებული პროექტის შესახებაც ისაუბრა.

გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, სახელმწიფოს მიერ ერთჯერადი ფულადი დახმარება გაიცემა იმ დევნილ ოჯახებზე, რომლებსაც 2018 წლის პირველ იანვრამდე, იპოთეკური სესხით შეძენილი აქვთ სახლი/ბინა და აღნიშნული წარმოადგენს ოჯახის ერთადერთ საკუთრებას.

იპოთეკური სესხის დაფარვისათვის ფულადი დახმარების მაქსიმალური ოდენობა ერთ ოჯახზე 20 000 ლარს შეადგენს. ამ ეტაპზე, დევნილთა და განსახლების სამინისტრო სესხს 100 დევნილ ოჯახს დაუფარავს. განცხადების მიღება 10 იანვარს დაიწო და 12 თებერვლამდე გაგრძელდება. ამიტომ სამინისტრო კიდევ ერთხელ მოუწოდებს დევნილებს გააქტიურდნენ და შეავსონ განაცხადები. პროექტი საქართველოს მასშტაბით ხორციელდება.

ამ პროექტებთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაციის მოძიება შეიძლება სამინისტროს ვებ-გვერდზე www.mra.gov.ge





FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა