თიბისი გალერეაში ხვალ, ლიტერატურული კონკურსის „საბა 2018-ის“დაწყებასთან დაკავშირებით
პრესკონფერენცია გაიმართება.
„თიბისი ბანკის“ პრესსამსახურის ინფორმაციით, წლევანდელი პრემია „საბა“ განსაკუთრებული იქნება. დაჯილდოების ცერემონია გერმანიაში, ფრანკფურტის წიგნის საერთაშორისო ბაზრობის ქართული პროგრამის ფარგლებში ჩატარდება.
დაჯილდოების ცერემონიიის ფრანკფურტში გადატანასთან დაკავშირებით, „საბას“ წლევანდელ საკონკურსო პირობებში მცირე ცვლილებებია, რომელიც პრესკონფერენციაზე გახდება ცნობილი.
პრესკონფერენცია 12:00 საათზე დაიწყება.

















