logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
მთავრობა ტყით სარგებლობის წესებს ამკაცრებს
მთავრობა ტყით სარგებლობის წესებს ამკაცრებს
14:16 03.02.2018
საქართველოს მთავრობამ ტყითსარგებლობის მარეგულირებელ დადგენილებებში შეტანილი ცვლილებები დაამტკიცა. ცვლილებები გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით მომზადდა.
როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, სახელმწიფო ტყის უკანონო ჩეხვას ომს უცხადებს.
„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ტყის მოვლა-პატრონობის საკითხი და ამ მიმართულებით სწორი მოდელის დანერგვა. ეს არის პირველი რიგის ცვლილებები, რომლებიც მოემსახურება ორგანიზებული ტყითსარგებლობის განვითარებას, ხელს შეუწყობს მდგრადი ტყის მართვის დანერგვას ქვეყანაში, უზრუნველყოფს ტყისთვის მიყენებული ზიანის შემცირებას, დააზღვევს უსაფრთხოების წესების დარღვევით გამოწვეული უბედური შემთხვევების რისკებს და მნიშვნელოვნად შეამცირებს ტყით უკანონო სარგებლობის შემთხვევებს“, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.

მარეგულირებელ დადგენილებებში შეტანილი ცვლილებების თანახმად:
• აღარ მოხდება სოციალური ჭრის ფარგლებში პირველი ხარისხის, ანუ სამასალედ (სამშენებლო და სხვა სამეურნეო მიზნები) გამოსაყენებელი ხე-ტყის გაცემა პირდაპირ ტყიდან.
• საბიუჯეტო ორგანიზაციების (მათ შორის, სკოლები, ბაგა-ბაღები, მუნიციპალური შენობები, სადაც არ არსებობს ალტერნატიული ენერგომატარებლები გათბობის უზრუნველსაყოფად) შეშით უზრუნველყოფის მიზნით აიკრძალა მათ მიერ დამოუკიდებლად ტყეში საშეშე ხე-ტყის დამზადება.
როგორც სამასალე, ისე საშეშე რესურსის დამზადებას უზრუნველყოფს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ეროვნული სატყეო სააგენტო. საბიუჯეტო ორგანიზაციებისათვის აღნიშნული რესურსი ხელმისაწვდომი იქნება პირდაპირი მიყიდვის გზით.
შედეგად, ტყეში მერქნის დამზადების სამუშაოები ჩატარდება სისტემატიზებულად, სატყეო სააგენტოს მიერ დაქირავებული პირების მიერ, რაც შეამცირებს ტყისთვის მიყენებული ზიანს და უსაფრთხოების წესების დარღვევით გამოწვეული უბედური შემთხვევების რისკებს, შემცირდება ჩრდილოვანი ეკონომიკა და შემცირდება უკანონო ტყითსარგებლობის რისკები.

• გამარტივებულია ტყეში არსებული ნარჩენებით სარგებლობა. ტყიდან ხე-ტყის ნარჩენების ათვისება და გამოტანა დასაშვებია მხოლოდ მყარი ბიოსაწვავის (ბრიკეტები, პელეტები და სხვა) წარმოების მიზნით.
კანონპროექტის ავტორთა განცხადებით, აღნიშნული ხელს შეუწყობს ტყეების სანიტარიული მდგომარეობის გაუმჯობესებას, ჩახერგილობის პრობლემისა და ხანძრების პრევენციის ეტაპობრივ გადაწყვეტას. ამასთან ერთად, მოხდება ალტერნატიული საწვავი/სათბობი რესურსების წარმოების წახალისება.
ცვლილებები ამ ეტაპზე არ ეხება მოსახლეობის შეშით მომარაგების არსებულ მექანიზმს. მოსახლეობას კვლავ შეეძლება ე.წ. ხე-ტყის დამზადების ბილეთის საფუძველზე მოითხოვოს საშეშე მერქნის გამოყოფა - დაბლობში 7 კუბური მეტრი მოცულობით, ხოლო მაღალმთიან დასახლებებში, 15 კუბური მეტრი მოცულობით, ხოლო ხე-ტყის დამზადება ჩვეული წესით განახორციელოს საკუთარი ძალებით.
თუმცა, ამის პარალელურად, ეროვნული სატყეო სააგენტო მოსახლეობასაც შესთავაზებს მომსახურებას და კომლზე ყოველწლიურად დადგენილი მოცულობის ფარგლებში, მიაწვდის უკვე დამზადებულ და ტყიდან გამოტანილი საშეშე მერქანს იმ ფასად, რაც რეალურად მოსახლეს ესაჭიროება მერქნის დამზადების, ტყიდან გამოტანისა და ტრანსპორტირებისათვის.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა