პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავჯდომარის მოადგილის, ლევან კობერიძის განცხადებით,
პენიტენციურ სისტემაში გატარებული რეფორმებისა შედეგად ტუბერკულოზის ახალი შემთხვევების რაოდენობა საგრძნობლად შემცირდა.
ამ განცხადებით კობერიძე ტუბერკულოზის პრევენციისა და მართვის საუკეთესო პრაქტიკის მქონე ქვეყნებს შორის საქართველოს პენიტენციური სისტემის დასახელებას გამოეხმაურა.
„როგორც ჯანდაცვის კომიტეტის თავჯდომარის მოადგილე არ შემიძლია არ გამოვეხმაურო რეფორმებს, რომლებიც პენიტენციალურ სისტემაში კახი კახიშვილის ხელმძღვანელობით მიმდინარეობს და ერთ-ერთი სამაგალითოა, რეალურ შედეგებს იძლევა და ჩვენ ყველანი ვხედავთ, თუ როგორ იცვლება ეს სისტემა სადამსჯელო დაწესებულებიდან, პატიმრისათვის სასჯელის მოხდის პროცესში და მის შემდგომ, საზოგადოებაში სრულყოფილად დაბრუნების შესაძლებლობად, მათ შორის ჯანმრთელობის კუთხით
ეს შედეგი დაადასტურა
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ოფისის მიერ გამოქვეყნებულმა ანგარიშმა - „ტუბერკულოზისა და რეზისტენტული ტუბერკულოზის პრევენციისა და მართვის საუკეთესო პრაქტიკა პენიტენციურ დაწესებულებებში“ რომლის მიხედვითაც საქართველოს პენიტენციური სისტემა ტუბერკულოზისა და რეზისტენტული ტუბერკულოზის პრევენციისა და მართვის საუკეთესო პრაქტიკის ქვეყნებს შორის დასახელდა.
გატარებული რეფორმებისა და ღონისძიებების შედეგად ტუბერკულოზის ახალი შემთხვევების რაოდენობა საგრძნობლად შემცირდა.
ეს შედეგი ტუბერკულოზისა და პატიმართა ჯანმრთელობის საკითხისადმი სასჯელაღსრულებისა და ჯანდაცვის სამინისტროების სინქრონული, სისტემური მიდგომის მაგალითად შედეგად განვიხილოთ“- განაცხადა კობერიძემ.

















