logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
პროგრამის „გადაიღე საქართველოში“ ფარგლებში ტრეინინგ კურსი დასრულდა
პროგრამის „გადაიღე საქართველოში“ ფარგლებში ტრეინინგ კურსი დასრულდა
20:45 31.01.2018
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ და ამერიკის საელჩოს ორგანიზებით, პროგრამის „გადაიღე საქართველოში“ ფარგლებში გამართული ტრეინინგკურსი დასრულდა.
კურსი, რომელსაც ცნობილი პროდიუსერი და ტრენერი რიჩარდ გაისი მასპინძლობდა, 23 იანვრიდან 31 იანვრის ჩათვლით გაგრძელდა. გაისის ნამუშევარი აქვს ჯიმ ჯარმუშის მხატვრულ ფილმზე „Ghost Dog: The Way of the Samurai”, ასევე დოკუმენტალისტიკაზე ისეთ კინორეჟისორებთან, როგორებიც არიან ვუდი ალენი, მაიკ ნიკოლასი და ჯონ საილესი.
აღნიშნული სასწავლო კურსის ფარგლებში, 20 პროდიუსერმა და ადგილობრივი საპროდიუსერო კომპანიის წარმომადგენელმა საერთაშორისო ბაზარზე ფართოდ გავრცელებული კომპიუტერული პროგრამა Movie Magic შეისწავლა როგორც დაგეგმარების, ასევე ბიუჯეტირების კუთხით. 31 იანვარს ტრეინინგის თითოეულ მონაწილეს ტრეინინგზე დასწრების დამადასტურებელი სერთიფიკატი გადაეცა.
შეგახსენებთ, რომ 2017 წლის დეკემბრის თვის მონაცემებით, პროგრამის „გადაიღე საქართველოში“ ფარგლებში შემოსულია 10 განაცხადი, საიდანაც გადაღებები უკვე დასრულდა 9 ფილმზე, დამატებით 1 ფილმზე კი გადაღებები მალე დაიწყება. შემოსული პროექტებიდან ოთხი ინდური კინოპროდუქციაა, არის ასევე ქართულ-გერმანულ-ფრანგული, ქართულ-ამერიკულ-ნორვეგიული, ქართულ-ფრანგული, ქართულ-ირლანდიური და ამერიკული. აღნიშნული პროექტების განხორციელების შედეგად საქართველოში ჯამურად 17 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება, გადაღებებისას კი დასაქმებულთა რაოდენობა 1850 ადამიანს შეადგენს.
ამასთანავე, ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, მნიშვნელოვანია, რომ ამჟამად სხვადასხვა საერთაშორისო პროდიუსერთან მიმდინარეობს აქტიური მოლაპარაკებები დამატებით რამდენიმე ფილმის გადაღებებზე. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ პროგრამის ფარგლებში 3 პროექტს, რომლებიც ე.წ cash rebate მექანიზმით სარგებლობდნენ, საქართველოში დახარჯული ბიუჯეტის კვალიფიციური ხარჯების 20% უკვე აუნაზღაურდათ. აღნიშნული პროგრამა კი კიდევ უფრო მეტ პროდუსერს უჩენს ინტერესს გადმოიტანონ კინოწარმოება საქართველოში და დაიბრუნონ კინოგადაღებებზე დახარჯული თანხის ნაწილი.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა