თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით საქართველოს ეროვნული ბანკი
საიუბილეო-საკოლექციო მონეტას გამოუშვებს.
მონეტის პრეზენტაციას საზოგადოებას ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე წარუდგენს.
ღონისძიება 12 საათზე გაიმართება.

















