წმინდა ნინოს ხსენების ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, ნინოწმინდისა და ახალქალაქის
საარჩევნო ოლქის მაჟორიტარი დეპუტატი საქართველოს პარლამენტში, ბატონი ენზელ მკოიან, საქართველოს სხვადასხვა კუთხეებიდან ჩამობრძანებული თანამდებობის პირები და სტუმრები , საკრებულოს ხელმძღვანელები, მხარის სხვა მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე - სუმბატ კიურეღიან, მისი მოადგილე კონსტანტინ ვარტანიან, საკრებულოს დეპუტატები, მუნიციპალიტეტის მერი - ანი მოსოიან, მოადგილეები - ალექსანდრე მიქელაძე, არტიუშ ტონოიან სხვა თანამდებობის პირებთან ერთად ნინოწმინდის მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა სახლს ესტუმრნენ და პატარებს დღესასწაული მიულოცეს.
სადღესასწაულო წირვა - ლოცვა სხალთის ეპისკოპოსმა მეუფე სპირიდონმა აღავლინა.
წირვის დასრულების შემდეგ კი, ბავშვთა სახლის აღსაზრდელებმა სტუმრების პატივსაცემად საინტერესო წარმოდგენა - კონცერტი გამართეს.

















